FM97.5 / LIVE

მეუფე თეოდორე: მოვითხოვთ მოხეში არსებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას

მთავარი 24.10.2014
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ მოხეში მდებარე სადავო შენობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მართლმადიდებელი ქრისტიანები შენობის საპარტრიარქოსთვის გადაცემას მოითხოვენ.

მეუფე თეოდორე: მოვითხოვთ მოხეში არსებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე მოხეში მიმდინარე მოხლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რაც მოხეში მოხდა და ეკლესია გმობს ყოველგვარ ძალადობას, ეს იქნება რომელიმე რელიგიის წარმომადგენლების თუ სახელმწიფოს მხრიდან.

მეუფე თეოდორეს განცხადებით, გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში 1595 წლისთვის მოხსენიებულია ზემო და ქვემო მოხე, სადაც დასახლებულები ყოფილან ეთნიკურად ქართველები. ორივე მოხეს, დღეს უკვე გაერთიანებულ სოფელ მოხეს, ჰქონია თავისი მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიდანაც ერთ–ერთი დღეს ნანგრევების სახით შემორჩენილია ქვაბლიანის ხეობის სახით სოფლის სამხრეთით, მეორე კი დღევანდელი სადაო შენობის ადგილას. ეს ყოფილა სამონასტრო კომპლექსი.

„1920–იან წლებში ამიერკავკასიის ფედერაციის დროს ახალციხის მაზრას მართავდა ვინმე აღა სულთანი, რა დროსაც დაიწყეს ეკლესიის ნგრევა და ამ ქვებით ნაეკლესიარ ადგილზე დაიწყეს მეჩეთების მშენებლობა. მაგალითად: კახარეთში, სმადაში, ადიგენში, ბოლაჯურში, მოხეში და სხვა სოფლებში. მოხეში ეკლესიის ქვებით აშენდა კედლები, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი დამთავრება კომუნისტური წყობის გამო. აღნიშნული შენობა დაასრულეს კომუნისტებმა და განათავსეს ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, კინო, კანტორა და ასე შემდეგ“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მისივე თქმით, შენობაში არცერთი დღე არ ყოფილა მუსლიმანური ღვთისმსახურება: „აქედან გამომდინარე სოფელში მცხოვრები ქრისტიანები თანახმა იყვნენ, რომ შენობაში განთავსებულიყო რაიმე ნეიტრალური დაწესებულება, სადაც სოფლის ყველა მაცხოვრებელს თანაბრად შეეძლებოდა მისვლა, წიგნის წაკითხვა და სხვა ღონისძიებების ჩატარება, რომელიც არ იქნებოდა არცერთი რელიგიისათვის შეურაცხმყოფელი. ეკლესიისთვის აბსოლიტურად მიუღებელია, რომ აღნიშნული შენობა გადაეცეს მუსლიმურ სამმართველოს, რადგან როგორც აღვნიშნე, აქ არასოდეს უმოქმედია მეჩეთს და ისტორიულად არის მონასტრის ნანგრევებზე აშენებული, ტაძრის ქვებით. რაც დღესაც ნათლად შეიმჩნევა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დადასტურდება თუ მოხდება მისი არქეოლოგიური და საფუძვლიანი შესწავლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღნიშნული შენობა გადაეცეს საქართველოს საპატრიარქოს, რათა მან შემდგომ განკარგოს ეს შენობა“.

მეუფე თეოდორეს თქმით, ეკლესია ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია და მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტუაცია განმუხტოს. მან მუსლიმებს მოუწოდა, შეეცადონ არ დაძაბონ სიტუაცია, როგორც ეკლესია ითვალისწინებს მათ მდგომარეობას, მათაც გაითვალისწინონ ქრისტიანების მდგომარეობა და ნუ შეეცდებიან ქრისტიანების გაღიზიანებას.

„სოფელში არავითარი პრობლემა არ არსებობს რელიგიური ღვთისმსახურების აღვლენის, ძალიან დიდი ხანია სოფელში მოქმედებს მეჩეთი, მაგრამ სამწუხაროდ სოფელში არ მოქმედებს ეკლესია. ამდენი ხნის განმავლობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ ვერ შეძლო აეშენებინა ეკლესია და არც არავინ დახმარებია მათ ამაში. მხოლოდ წელს დავიწყეთ ამ სოფელში ეკლესიის მშენებლობა და ვცდილობთ, რომ მომავალი წლისთვის იქ მცხოვრებ ქრისტიანებს ჰქონდეთ რელიგიურ რიტუალებზე დასწრების საშუალება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფე თეოდორემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტია შეისწავლიან თუ არა ამ შენობას, თუმცა ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება.

„შესწავლა უნდა მოხდეს საფუძვლიანად, არ შეიძლება არაკომპეტენტურმა ადამიანებმა შეისწავლონ შენობა. კულტურის სამინისტრომ, არქეოლოგებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, ისტორიკოსებმა შეიძლება რომ დაიწყონ ამ შენობის შესწავლა და არავითარ შემთხვევაში არაკომპეტენტურმა კომისიამ, რომელიც სოფლის მცხოვრებლებისგან იქნება დაკომპლექტებული. თუმცა, აუცილებელია იქ მცხოვრები ადამიანების გათვალისწინება. ამ შენობის ბედის გადაწყვეტის დროს არ შეიძლება მხოლოდ იმით ვიხელმძღვანელოთ, რა დასკვნას დადებს კომისია“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებას დასთანხმდნენ, რადგან სოფელში დაძაბულობა არ ყოფილიყო.

„სახელმწიფოს ჰქონდა ამაზე საუბარი ჩვენთან, ისევე როგორც მუსლიმ ლიდერთან, დავთანხმდით რომ სოფელში არ ყოფილიყო ვნებათაღელვა და დაპირისპირება. მხოლოდ ამის გამო დავთანხმდით, თუმცა ქრისტიანი მოსახლეობა იქ ძალიან დიდი ხანი ითხოვდა ეკლესიის მშენებლობას, მაგრამ მე არ მივეცი ამის უფლება და სხვაგან დავიწყეთ ეკლესიის მშენებლობა“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ შენობის გამო მოხეში დაძაბულობა 18 ოქტომბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ძველი მეჩეთის შენობასთან ერთ–ერთი კომპანიის მუშები გამოჩნდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს. შენობაში კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა კეთდება. მუსლიმები მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეუფე თეოდორე: ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობა: ‘ამ მოვლენებში “ნაციონალები” შეინიშნებიან’
სოფელ მოხეში, სადავო შენობაში მუსლიმების ლოცვას მეუფე თეოდორე ეხმაურება
სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს
ჯამბულ აბულაძე მეუფე თეოდორეს ბოდიშის მოხდას სთხოვს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე