FM97.5 / LIVE

„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ვერსიის შექმნაში მესხეთი ჩაერთო

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.10.2016
„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ვერსიის შექმნისთვის მესხეთში 41 სტროფი დაიწერა.

„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ვერსიის შექმნაში მესხეთი ჩაერთო

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ხორცილდება პროექტი „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა“ . იგი პოემის თითოეული სტროფის კალმით გადაწერას გულისხმობს, საბოლოოდ კი ხელნაწერები ერთ წიგნად შეიკვრება.
პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ავტორი ჟურნალისტი მაია ტყემელაძეა.

პროექტის ფარგლებში, ერთი ადამიანი, „ვეფხისტყაოსნის“ ერთ სტროფს წერს. ამ დრომდე, ხელნაწერები შეგროვდა საჩხერე–ჭიათურის სოფლებსა და ქალაქებში, ასევე თბილისში. პოემის 41 სტროფი კი მესხეთში ჩაიწერა.

სამცხე–ჯავახეთში „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, პოეტმა და პროექტის თანაშემწემ, ციური ასპანიძე–მესხიშვილმა შეაგროვა.

„მერგო პატივი, რომ ეს ფურცლები წამომეღო მესხეთში. მანამდე მე ქალბატონმა მაიამ ტყემალაძემ მიმიწივია ჩასაწერად მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში, როგორც მესხეთის წარმომადგენელი. ძალიან გულდაწვეტილები დარჩნენ ადამიანები, რომ არ იყო საკმარისი სტროფები. აქედან გაჩნდა უკვე იდეა ჩემში, რომ როგორმე მოვახერხო და გავაკეთო იგივე პროექტი, თუ ფინანსური დახმარება იქნება“, – ამბობს ციური ასპანიძე მესხიშვილი.

მესხეთში პირველი ჩანაწერი მამა სტეფანე ნადირაძემ გააკეთა, რომელიც ქალაქის საპატიო მოქალაქეც არის. „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები კალმით გადაწერეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორმა ავთანდილ ბერიძემ, ვალის საჯარო სკოლის ასაკოვანმა პედაგოგებმა, ახალციხის ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა, ომარ ჯაყელმა და სხვებმა.

ისტორიული წიგნის შედგენაში საკუთარი წვლილი „სამხრეთის კარიბჭემაც“ შეიტანა. პოემის ერთი სტროფი სპეციალურ ფორმატზე ჟურნალისტმა თიკო ზაზაძემ გადაიტანა.

პროექტი "სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა“ 2016 წლის იანვრის თვიდან ხორციელდება. თუმცა მანამდე მსგავსი პროექტს მწერალ დავით კვიცარიძემ ქალაქ ქუთაისში დაიწყო.

პროექტის მიზანია შოთა რუსთაველის შემოქმედების, გენიალური პოემის, ქართული ანბანის პოპულარიზაცია, მის გარშემო ყველა თაობის ადამიანის შემოკრება და გაერთიანება; ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ საზეიმო წარდგენა სექტემბრის ბოლოს გაიმართება. აღსანიშნავია, 2016 წელი გაერომ, მწერლის იუბილესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.

„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ვერსიის შექმნაში მესხეთი ჩაერთო

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ვარძიაში 'ვეფხისტყაოსნის' სტროფებს გადაწერენ
15–16 მაისს ახალციხეში რუსთაველის დღეები იმართება
‘ვეფხისტყაოსნის’ ზეპირად მცოდნეებისთვის კონკურსი გამოცხადდა
"ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მთქმელთა კონკურსისათვის მზადება დაიწყო
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
'გადაწერე 'ვეფხისტყაოსანი' – რუსთაველის დღეები ახალციხეში
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა