FM97.5 / LIVE

'გადაწერე 'ვეფხისტყაოსანი' – რუსთაველის დღეები ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2017
სემინარი თემაზე ‘რუსთაველი და მსოფლიო ლიტერატურა’, გამოფენა – ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები, ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა და გადაწერა და დასკვნითი კონცერტი – დღეს, 15 მაისს, ახალციხეში, რუსთაველის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

'გადაწერე 'ვეფხისტყაოსანი' – რუსთაველის დღეები ახალციხეში

„რუსთაველის დღეების“ აღნიშვნა ახალციხეში დღეს, 15 მაისს, 14:00 საათზე დაიწყო. ახალციხის ციხეში, საკონფერენციო დარბაზში, სემინარი გაიმართა თემაზე – ‘რუსთაველი და მსოფლიო ლიტერატურა’. სემინარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. სემინარში ადგილობრივი და დედაქალაქიდან ჩამოსული რუსთველოლოგები მონაწილეობდნენ.

სემინარის დასაწყისში მიხეილ გიორგაძემ რუსთაველის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "თავისი პოემით რუსთაველმა სიყვარულის, მეგობრობის და ამდაგვარი ღირებულებების ეტალონი შექმნა, რომელიც თითოეულ ადამიანს შეუძლია განსხვავებულად, ღირსეულად გაიაზროს და გაითავისოს“.

'გადაწერე 'ვეფხისტყაოსანი' – რუსთაველის დღეები ახალციხეში

რუსთველოლოგებმა მსოფლიო ლიტერატურაში ვეფხისტყაოსნის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„მრავალი საუკუნეა ქართველები ამაყობენ პოემით, რომელიც გვიან შუასაუკუნეებში დაიწერა და დღემდე რჩება მსოფლიოს ლიტერატურაში ერთ – ერთ მნიშვნელოვან ქმნილებად. იგი ქართული ეროვნული თვითცნობიერების და იდენტობის გასაღებს წარმოადგენს“, – ამბობს ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი.

'გადაწერე 'ვეფხისტყაოსანი' – რუსთაველის დღეები ახალციხეში

„შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველმა, მართლაც რაღაც ჯადოქრობა ჩაიდინა, გააკეთა სრულიად აღმოსავლური ანტურაჟი და მასში გაითამაშა სრულიად დასავლური სპექტაკლი. რუსთაველის ეპოქა ესაა რაინდობის ხანა“, – ამბობს რუსთველოლოგი მაკა ელბაქიძე.

დღესვე, ამავე საკონფერენციო დარბაზში, მხატვარ ქეთი მატაბელის გამოფენა მოეწყო. დარბაზში ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები (ფოლიანტები) გამოფინეს. გამოფენას მუსიკალურად ბორჯომელი მევიოლინე და ახალქალაქიდან ჩამოსული საქსოფონისტი აფორმებდა.

'გადაწერე 'ვეფხისტყაოსანი' – რუსთაველის დღეები ახალციხეში

ამ ღონისძიებების პარალელურად, მეხუთე საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა ღია გაკვეთილი მოსწავლეთათვის თემაზე: რუსთაველი ლადო გუდიაშვილისა და სერგო ქობულაძის შემოქმედებაში.

როგორც ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ განაცხადა, სერგო ქობულაძეს, რომელიც პოემის ერთ–ერთი დამსურათებელი იყო, მიეძღვნება მემორიალური დაფა: „სადაც იგი ცხოვრობდა, დიდიმამიშვილის 48 ნომერში, ვაკეთებთ დაფას“.

'გადაწერე 'ვეფხისტყაოსანი' – რუსთაველის დღეები ახალციხეში

საღამოს, სახალხო მთქმელების მონაწილეობით, ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა გაიმართა.

15 მაისს, რუსთაველის დღეების აღნიშვნა, კონცერტით დასრულდა. კონცერტი თავდაპირველად ახალციხის ციხის ამფითეატრში უნდა გამართულიყო, თუმცა, შემდეგ, უამინდობის გამო, მესხეთის თეატრში გადაინაცვლა.

მაყურებლის წინაშე ჯერ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ წარსდგა, შემდეგ კი ნეკა სებისკვერაძე.

ხვალ, 16 მაისს, ღონისძიებები ვარძიაშია დაგეგმილი. ვარძიაში, 11:30 საათიდან, მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილ ხელნაკეთ წიგნზე, „ვეფხისტყაოსანს“ გადაწერენ. ხელნაკეთი წიგნი საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან–26 მაისის ჩათვლით იმოგზაურებს. 21–ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.

„რუსთაველის დღეები“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში იმართება.

'გადაწერე 'ვეფხისტყაოსანი' – რუსთაველის დღეები ახალციხეში

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ვარძიაში 'ვეფხისტყაოსნის' სტროფებს გადაწერენ
15–16 მაისს ახალციხეში რუსთაველის დღეები იმართება
'რუსთაველის დღეების' ღონისძიებათა განრიგი
ხვალ ახალციხეს კულტურის მინისტრი ეწვევა
დღეს საღამოს კონცერტი ‘ახალციხის ციხის’ ნაცვლად მესხეთის თეატრში გაიმართება
შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  ახალციხეში
„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ვერსიის შექმნაში მესხეთი ჩაერთო