FM97.5 / LIVE

15–16 მაისს ახალციხეში რუსთაველის დღეები იმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2017
15-16 მაისს, ახალციხეში, შოთა რუსთაველის დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით აღინიშნება.

15–16 მაისს ახალციხეში რუსთაველის დღეები იმართება

15 მაისს, 14:00 საათზე, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერაში.

პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.

ახალციხეში რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ასევე მოეწყობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, სხვადასხვა ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანებისა და სომხურ ენაზე გამოცემული ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაციები; მხატვარ ქეთი მატაბელის, ახალგაზრდა მხატვრების და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა და საჯარო სკოლებში ღია გაკვეთილები თემაზე - რუსთაველი ლადო გუდიაშვილისა და სერგო ქობულაძის შემოქმედებაში.

მოეწყობა მეცნიერების (რუსთველოლოგების) - ირმა რატიანის, მაკა ელბაქიძის, ივანე ამირხანაშვილის, ნესტან სულავას, მწერალთა კავშირისა და შოთა რუსთაველის ფონდის თავმჯდომარეების - მაყვალა გონაშვილის და ავთანდილ ბერიძის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ სტუმრებთან; შოთა რუსთაველის თემატიკაზე გაიმართება სემინარი და ინტერაქციის რეჟიმში შედგება დიალოგი მკითხველთან.

ღონისძიება ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთი“ და მომღერალ ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდება.

ახალციხეში რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში იმართება, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. ადგილობრივ ბიბლიოთეკებს საჩუქრად სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებიც გადაეცემა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ვარძიაში 'ვეფხისტყაოსნის' სტროფებს გადაწერენ
შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  ახალციხეში
'გადაწერე 'ვეფხისტყაოსანი' – რუსთაველის დღეები ახალციხეში
ხვალ ახალციხეს კულტურის მინისტრი ეწვევა
'რუსთაველის დღეების' ღონისძიებათა განრიგი
დღეს საღამოს კონცერტი ‘ახალციხის ციხის’ ნაცვლად მესხეთის თეატრში გაიმართება
შეხვედრა მწერლებთან ნინოწმინდაში