FM97.5 / LIVE

„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.12.2017
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსში ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა.

„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსში მონაწილეობას ექვსი კონკურსანტი იღებდა. საპრიზო ადგილები კი ოთხ მათგანზე გადანაწილდა.

„თითოეულ მათგანს უცხო ენაზე უნდა წარმოედგინა 10 სტროფი, შემდეგ ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე დაეწერათ ესეები, ბოლოს კი ზეპირად თქმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს“, – ამბობს „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების ჟიურის წევრი მაკა კაჭკაჭაშვილი.

კონკურსში პირველ ადგილზე ანრო ცირეკიძე და მეორეზე ნინო ნესუაშვილი გავიდნენ. მესამე ადგილი კი თინათინ სიყმაშვილმა და ნათელა ლანჩავამ გაინაწილეს. ოთხივე გამარჯვებულს უნივსერიტეტმა ფულადი პრემია გადასცა.

კონკურსში მონაწილეობას 20–ზე მეტი მოსწავლეც იღებდა.

„მათ ზეპირად რამდენიმე სტროფი თქვეს, ბაღდათიდან ერთ–ერთმა მოსწავლემ ზეპირად 500 სტროფი იცოდა. მოსწავლეებში ყველა მონაწილე დაჯილდოვდა“, – ამბობს კაჭკაჭშვილი.

მისი თქმით, მოსწავლეებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ „ბიბლუსის“ 100 ლარიანი ვაუჩერები გადასცა: „ამ თანხის ფარგლებში მათ მაღაზიაში წიგნების შეძენა შეუძლიათ“.

კონკურსი უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მიმდინარეობდა.

ღონისძიების ორგანიზატორი სამცხე-ჯაცახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც იყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მთქმელთა კონკურსისათვის მზადება დაიწყო
‘ვეფხისტყაოსნის’ ზეპირად მცოდნეებისთვის კონკურსი გამოცხადდა
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა
„ვეფხისტყაოსნის“  ზეპირად გადაცემის ტრადიცია არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარეს
ახალი ამბები სომხურ ენაზე – 4 დეკემბერი [Audio]
ახალი ამბები 12:00 საათზე – 4 დეკემბერი [Audio]
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 4 დეკემბერი [Audio]