FM97.5 / LIVE

„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა

მთავარისაზოგადოება 10.12.2015
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნაში ერთმანეთს თემურ ხუციშვილი, ანრო ცირეკიძე და ზემფირა გუმბერიძე შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნაში კონკურსი მეორედ ჩაატარა. 1999 წლის შემდეგ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საპაექროდ „ვეფხისტყაოსნის“ მცოდნეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. კონკურსის დაწყებამდე კი სცენაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლის მოსწავლეები ავიდნენ და პოემიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.

შემდეგ კი ერთმანეთს სამი კონკურსანტი შეეჯიბრა. ზემფირა გუმბერიძე კონკურსს თავიდანვე გამოეთიშა, ხოლო თემურ ხუციშვილი და ანრო ცირეკიძე ჟიურის მიერ მითითებულ სტროფებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ჰყვებოდნენ.

„ძალიან გახარებული ვარ მასპინძელთა კეთილგანწყობით, ჩემი კონკურენტის სიძლიერით, ჩვენ ერთმანეთს 16 წლის წინაც შევხვდით. მაშინ ბატონი თემური ვერ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის და ძალიან სასიამოვნოა, რომ მან გამიწია ღირსეული მეტოქეობა“, – ამბობს ანრო ცირეკიძე, რომელიც უკვე მეოთხე კონკურსში მონაწილებს და ოთხივე შემთხვევაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მისი თქმით, მსგავსი კონკურსით, წიგნთან ზურგშექცეული ახალგაზრდობა წიგნისკენ მობრუნდება.

ახალციხელი თემურ ხუციშვილი 19 წლის წინ გამართულ კონკურსს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ ანრო ცირეკიძემ სრულიად სამართლიანად გაიმარჯვა. ახლა კი წინა კონკურსის გამოცდილებიდან გამომდინარე კონკურსანტებს უკეთესად მომზადებული შეხვდა.

„თავიდან ცუდ ხასიათზე დავდექი რომ გავიგე ასეთი ძლიერი მეტოქეები მეყოლებოდნენ. ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“ ყველაფერია, ძალიან მიყვარს და მეხუთე საჯარო სკოლაში შევქმენი კიდეც „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კლუბი“, – ამბობს თემურ ხუციშვილი.

საბოლოოდ ჟიურის გადაწყვეტილებით ორი პირველი ადგილის მფლობელი გამოვლინდა. ანრო ცირეკიძემ და თემურ ხუციშვილმა ფულადი ჯილდო 1 000– 1 000 ლარი მიიღეს.

„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 2016 წელი კი „ვეფხისტყაოსნის“ წლადაა გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით სამცხე–ჯავახეთის სამხელმწიფო უნივერსიტეტი „ვეფხისტყაოსნის“ მცოდნეთა გამოსავლენად კონკურსს მომავალ წელსაც ჩაატარებს.

„ინტერესი ამ წიგნის მიმართ საქართველოში არსებობს. ვეფხისტყაოსანში“ ბევრი კითხვის პასუხია, მე პირადად ხშირად ვკითხულობ, დამშვიდებისთვის კი არა, არამედ იმიტომ, რომ პასუხი მივიღო ზოგიერთ საკითხზე, ის არის წიგნთა წიგნი“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე.

„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ვეფხისტყაოსნის’ ზეპირად მცოდნეებისთვის კონკურსი გამოცხადდა
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
"ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მთქმელთა კონკურსისათვის მზადება დაიწყო
„ვეფხისტყაოსნის“  ზეპირად გადაცემის ტრადიცია არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარეს
„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ვერსიის შექმნაში მესხეთი ჩაერთო
ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს
დღეს ვარძიაში 'ვეფხისტყაოსნის' სტროფებს გადაწერენ