FM97.5 / LIVE

მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.10.2016
საქართველოს ახალი პარლამენტის არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება. რა მოლოდინი აქვთ და როგორ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს, N44-ე ახალციხე-ადიგენის საარჩევნო ოლქში დასახელებული დეპუტატობის კანდიდატები.

მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულეს

ახალციხე-ადიგენის საარჩევნო ოლქში დასახელებულმა მაჟორიტარი დეპუტატობის ცხრავე კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა.

მათი შეფასებით, წინასაარჩევნო პროცესებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა სახელისუფლებო რესურსის გამოყნება ხშირ შემთხვევაში მაინც ხდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდატებისათვის ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი სააგიტაციო მასალის განადგურება იყო.

„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატობის კანდიდატი შალვა გოგოლაძე იმედიოვნებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მსგავსად, არჩევნების დღეც მშვიდ გარემოში ჩაივლის და სერიოზული ხარვეზები არ იქნება. მისი კანდიდატურა ამომრჩევლის რა რაოდენობის ხმას მიიღებს, ამაზე პროგნოზს ვერ აკეთებს: „წინასაარჩევნო კამპანიის დროს იმდენად არათანაბარი განწყობები იყო მოსახლეობაში, რომ ვერ ვიტყვი, მე ხმების რამდენ პროცენტს მივიღებ“.

მშვიდ გარემოში ჩაიარა საარჩევნო პროცესმა „თოფაძე მრეწველები-ჩვენის სამშობლოს“ დეპუტატობის კანდიდატის ტარიელ ხაჩიძის შეფასებითაც: „კი იყო მცირე დარღვევები, თუმცა საბოლო ოჯამში ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა“.

ხაჩიძე არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია და დარწმუნებულია, რომ პირველ ტურს წარმატებით გადალახავს.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის ბესიკ ხითარიშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიამ სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა, მოსახლეობას საკუთარი პოზიციის ხმამაღლა გამოხატვა უჭირდა: „პირად საუბრებში კი აფიქსირებდნენ თავიანთ აზრს, თუმცა არა ღია საუბრებში“.

მოიპოვებს თუ არა დეპუტატობის მანდატს, ხითარიშვილი ამაზე ჯერ ვერ საუბრობს: „იმედები ერთია, თუმცა რეალობა მეორე. ყველაფერს ხვალ საღამოს გავიგებ“.

„თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსათვის“ დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების ისტორიაში ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ამომრჩეველს საკუთარი ხედვები ახალციხის მედიაცენტრიდან გააცნო და არც ქუჩებში პლაკატები გამოუკრავს. შესაბამისად, მისთვის წინსაარჩევნო გარემომ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ბრიფინგების ჩატარებაში, შემდეგ კი მის სოციალურ ქსელში განთავსებაში, ხელი არავის შეუშლია.

კუბლაშვილს ადიგენის მხარდაჭერის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ საკმარის ხმებს ახალციხეშიც დააგროვებს: „თუ ღვთის ნებაა მე გავხდები დეპუტატი, თუ არ არის ღვთის ნება მაშინ მომავლისთვის მოვემზადები“.

სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაზე საუბრობს, საარჩევნო პროცესებს კი მშვიდობიანად აფასებს, კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილ. იგი 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ახალციხეშიც და ადიგენშიც მას დიდი მხარდაჭერა ექნება: „ამას ხალხის განწყობის მიხედევით გეუბნები და მგონია, რომ ხვალ გამარჯვებას ვიზეიმებთ. სახელისუფლებო პარტიის მიმართ უკმაყოფილება არსებობს და ეს აშკარაა“.

გამარჯვებაში დარწმუნებულია „ჩვენი სახალხო პარტიის“ დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ პაქსაძეც: „ხალხის განწყობა ჩვენს მიმართ ძალიან კარგია, მეუბნებიან, სწორედ თქვენს პარტიას ველოდებოდითო“.

არჩევნების დღისა და წინასაარჩევნო გარემოს მიმართ, სხვა კადიდატებისაგან განსხვავებულია, ახალციხე-ადიგენის ოლქში ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის ნუგზარ პარუნაშვილის შეფასება.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პროცესებმა სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ხარვეზებით ჩაიარა და ბევრ დარღვევას ჰქონდა ადგილი: „მასიურად გაანადგურეს ჩვენი პლაკატები ამ ხნის განმავლობაში. აშინებდნენ ხალხს და ჩემს ახლო ნათესავებს საშუალებას არ აძლევდნენ მხარდაჭერა გამოეთქვათ“.

იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდება და მისი კანდიდატურა გამარჯვებას ამ მიზეზის გამო ვერ შეძლებს.

არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ინასარიძეც. მისი თქმით, კონკურენტები ხევენ სააგიტაციო მასალებს და აკონტროლებენ მის გადაადგილებას სოფლებში: „რაღაც ჯგუფები ყოველთვის უკან დამყვებონდენ და აკონტროლებდნენ სად დავდიოდი და ვის ვხვდებოდი. არ ვიცი ამას საინდან იგებდნენ“.

მას დეპუტატის მანდატის მოპოვების დიდი იმედი აქვს.

ამომრჩეველთან შეხვედრები დაასრულა სახელისუფლებო პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვლადიმერ ზედგინიძემაც.
ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ან, იქნება თუ არა მეორე ტური, ეს სულ მალე გაირკვევა. არჩევნები ხვალ, 8 ოქტომბერს იმართება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაჟორიტარების ბრძოლა ამომრჩევლის ხმებისთვის
ბორჯომში ხმებს ითვლიან – მერობის ორივე კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია
ყოფილი გამგებელი მაჟორიტარობის კანდიდატად
მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალციხე – ადიგენის დეპუტატობის კანდიდატი დაასახელეს
მერობის კანდიდატები წინასარჩევნო კამპანიებს ასრულებენ
როგორ აფასებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო სუბიექტები