FM97.5 / LIVE

მაჟორიტარების ბრძოლა ამომრჩევლის ხმებისთვის

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 23.09.2016
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 15 დღე რჩება; ახალციხე-ადიგენის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შევიდა.

მაჟორიტარების ბრძოლა ამომრჩევლის ხმებისთვის

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში, ამომრჩევლის ხმების მისაღებად, ახალციხე–ადიგენის 44–ე მაჟორიტარულ ოლქში, 10 კანდიდატი იბრძვის. ამათგან, 9 პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, 1 კი დამოუკიდებელი კანდიდატია.

N1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – კობა გორგოძე;
N3 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" – ბესიკ ხითარიშვილი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ვაჟა ჩიტაშვილი;
N7 „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – გოდერძი კუბლაშვილი;
N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" –ნიკოლოზ ინასარიძე;
N19 საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐ მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – ტარიელ ხაჩიძე;
N23 საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ – ზურაბ პაქსაძე;
N27 ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები – შალვა გოგოლაძე;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გიორგი კოპაძე;
N42 საინიციატივო ჯგუფი - გოჩა ათოშვილი, თამაზ ბარბლიშვილი, ავთანდილ მამუკაშვილი, რევაზ გოგოლაძე, რომანი მაისურაძე – ნუგზარ პარუნაშვილი.

კანდიდატებმა ხმებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყეს.

საარჩევნო ბლოკის, „პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, დეპუტატობის კანდიდატმა კობა გორგოძემ, ამომრჩევლისათვის საარჩვენო პროგრამის გაცნობა ადიგენში დაასრულა და ახალციხეში გადმოინაცვლა: „მერობის კნდიდატთან ერთად ვმართავთ ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრებს. ჯერ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს“.

აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის ბესიკ ხითარიშვილი: „შეხვედრების განრიგი გვაქვს გაწერილი და ვხვდებით როგორც ადიგენის, ისე ახალციხის მოსახლეობას“.

ახალციხისა და ადიგენის სოფლებში „კარდაკარის პრინციპით“ ამომრჩეველთან შეხვედრები დაასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა: „ახლა უკვე ქალაქში ვხვდები მოსახლეობას. მაგრამ, ვფიქრობ, არჩევნებამდე კიდევ გავიდე სოფლებში და საარჩევნო პროგრამა მოსახლეობას დეტალურად გავაცნო“.

ჯერ მხოლოდ ახალციხის მედიაცენტრში, ჟურნალისტებთან და სადამკვირვებლო მისიებთან ბრიფინგებით იფარგლება „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსათვის“ დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი კუბლაშვილი.

იგი მხოლოდ ახალციხის მოსახლეობასთან აპირებს შეხვედრას, რადგან ფიქრობს, რომ ადიგენის მოსახლეობა კარგად იცნობს და მათთან მისვლას საჭიროდ არ თვლის.

ჯერ აქტიურად არ დაუწყია ამომრჩეველთან შეხვედრები „პტრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატს ნიკოლოზ ინასარიძეს: „თბილისიდან ჩვენი ფლაერების გამოგზავნასაც ველოდებით, რადგან ამომრჩეველსაც დავურიგებთ. ზეგიდან ადიგენიდან დავიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას“.

ნიკოლოზ ინასარიძის მსგავსად, ჯერ აქტიური წინასაარჩევნო კამაპნია არ დაუწყია „თოფაძე მრეწველები-ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატს ტარიელ ხაჩიძეს: „რამდენიმე დღეა დავიწყე შეხვედრები, ახლა პარალელურად საარჩევნო კლიპს ვიღებ. ამ პროცედურებს რომ დავასრულებ, აქტიურად ჩავერთვები კამპანიაში“.

ადიგენის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან, კიკიბოდან დაიწყო ამომრჩეველთან შეხვედრა საარჩევნო ბლოკის „ჩვენი სახალხო პარტია“ დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ პაქსაძემ: „ადიგენის ყველა სოფელს კარგად ვიცნობ და გადავწყვიტე ყველაზე მაღალი სოფლებიდან დამეწყო ჩემს ამომრჩეველთან შეხვედრები“.

რამდენიმე დღის წინ გახსნა საარჩევნო შტაბი და ამომრჩეველთან შეხვედრები დაიწყო „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა გოგოლაძემ: „ცოტა გვიან დამასახელეს და საარჩევნო კამპანიაც გვიან დავიწყე, მაგრამ არაუშავს, არჩევნებამდე მოვასწრებ მოსახლეობისთვის ჩემი თავის გაცნობას“.

საარჩევნო კამპანიას, კანდიდატად დასახელების დღიდან, ერთ თვეზე მეტია აწარმოებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე.

სახვა კანდიდატებს აქტიურობით არ ჩამოუვარდება ახალციხე-ადიგენის ოლქში ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი. იგი რამდენიმე კვირაა ახალციხესა და ადიგენში ამომრჩეველს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის მეცხრე მოწვევის პარლამენტს სამცხე-ჯავახეთიდან 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. სამ ოლქში 28 მაჟორიტარობის კანდიდატია დასახელებული, – სამი საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს, 25 კი პოლიტიკურმა პარტიებმა. ისევე, როგორ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, გენდერული ბალანსი წელსაც დაირღვა, 28 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია. ვინ მოიგებს ამომრჩევლის გულს და საპარლამენტო არჩევნებს, სულ რაღაც 15 დღეში გაირკვევა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკოს მონაცემები 09:00 საათისთვის ახალციხე–ადიგენის ოლქში
ცესკოს ბოლო მონაცემები ახალციხე–ადიგენის ოლქში
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
27 კანდიდატი, 212 უბანი და 146160 ამომრჩეველი სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები [ცესკო, 15 სექტემბრის მონაცემები]
სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]