FM97.5 / LIVE

მერობის კანდიდატები წინასარჩევნო კამპანიებს ასრულებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 06.10.2016
8 ოქტომბრის არჩვნებამდე ერთი დღე რჩება. ახალციხეში მერის რიგგარეშე არჩვენებში მონაწილე კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს ასრულებენ და წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ.

მერობის კანდიდატები წინასარჩევნო კამპანიებს ასრულებენ

ახალციხის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის: „ქართული ოცნებიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“, „ეროვნული ფორუმიდან“, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“. წინასაარჩევნოთ ხუთივე კანდიდატი თანხმდება, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

„ყველაზე მშვიდი საარჩევნო პროცესი იყო, მსგავსი ბოლო არჩევნების განმავლობაში არ მახსოვს“, - ასე აფასებს „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“მერობის კანდიდატი ივანე გვარამაძე წინასაარჩევნო გარემოს.

მისი თქმით, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დარჩა მისასვლელი, იმისათვის, რომ ამომრჩეველს საკუთარი ხედვა გააცნოს და მზადებას დაასრულებს. იგი ყველაზე სერიოზულ კონკურენტად „ნაციონალურ მოძრაობისა“ კანდიდატს ირაკლი ერეკლიშვილს მიიჩნევს.

წინასაარჩევნო კამპანიას ასრულებს მერობის კანდიდატი „ეროვნული ფორუმიდან“ ჯუმბერ ინასარიძეც. მისი შეფასებითაც, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. იგი რეალურ კონკურენტად სახელისუფლებო კანდიდატს მიიჩნევს: „მთავრობაში არიან და მეტი ბერკეტი აქვთ იმისათვის, რომ არჩევნები მოიგონ“.

კანდიდატების უმეტესობა, ქალაქში, მთავარ პრობლემად ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობასა და დაუსაქმებლობას მიიჩნევს. ტურიზმზე ზრუნვა მიაჩნია მთავარ პრიორიტეტად „პატრიოტთა ალინსის“ კანდიდატს ბესიკ ტაბატაძეს: „ახალციხეში ტურისტი რომ ჩამოვა და „ახალციხის ციხეს“ ნახავს, აქედან წასვლა აღარ უნდა მოუნდეს, ამით უკვე აქ კერძო ბიზნესაც განვავითარებთ და ბიუჯეტშიც დამატებით თანხა შემოვა“.

ტაბატაძის მსგავსად, გამარჯვების შემთხვევაში, ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილიც. მისი თქმით, ქალაქში თუ მის მიმდებარედ ტურიზმის განვითარება და დახვეწა, ახალციხეში არსებულ სხვა პრობლემებსაც მოაგვარებს. იგი აქცენტს მოსახლეობის ჩართულობაზე აკეთებს: „მნიშვნელოვანიხალხთან ურთიერთობა, მათი აზრის გაზიარება და საქმის ისე კეთებაა“.

მოსახლეობას ქალაქში საკანალიზაციო სისტემის პრობლემის მოგვარებას ჰპირდება, სახლისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ზედგინიძე.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქში პრობლემები არსებობს, თუმცა უმრავლესობა, მათ შორის კეთილმოწყობის კუთხით, მოგვარებულია.

„ტენდერები ქუჩების მოსფალტებისთვის უკვე გამოცხადებულია. წლის ბოლომდე დასრულდება ქალაქის განათების სამუშაოებიც, თუმცა ისევ უნდა ვიზრუნოთ სოციალურ საკითხებზე“, –განმარტავს ვლადიმერ ზედგინიძე.

მერობის კანდიდატებს იმისათვის, რომ ამომრჩეველს თავიანთი პროგრამა გააცნონ და მათი პრობლემები მოისმინონ ერთი დღე დარჩათ. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 7 ოქტომბერს საღამოს, 20:00 საათიდან, მათ წინასაარჩევნო აგიტაცია ეკრძალებათ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერობის კანდიდატი „ეროვნული ფორუმიდან“ ჯუმბერ ინასარიძეა
ახალციხის მერობა ხუთ კანდიდატს სურს
ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა
როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის
ახალციხის მერობის დამარცხებული კანდიდატები შედეგებს აფასებენ
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
კვირის აქცენტი:  მერობის კანდიდატები მეორე ტურის მოლოდინში