FM97.5 / LIVE

როგორ აფასებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო სუბიექტები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 10.10.2016
რატომ დამარცხდნენ სახელისუფლებო კანდიდატები ახალციხე–ადიგენის ოლქში; როგორ აფასებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო სუბიექტები და რას პროგნოზირებენ მეორე ტურზე;

როგორ აფასებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო სუბიექტები
სამცხე–ჯავახეთში სამი ოლქიდან ორში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. ახალციხე–ადიგენის ოლქში კი მმართველი პარტიის, როგორც მაჟორიტარობის, ასევე მერობის კანდიდატებმა „ნაციონალებთან“ შედარებით ხმების ნაკლები ოდენობა მიიღეს. ამიტომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ამომრჩეველთა ხმების მისაღებად მეორე ტურში იბრძოლებენ.

„პირველივე ტურში გამარჯვებას ველოდი, მაგრამ ეს გამარჯვება თითქმის მოპოვებული მაქვს, ამას მხოლოდ იურიდიულად გაფორმება სჭირდება. მადლობა ყველას ვინც მხარი დამიჭირა, ან არ დამიჭირა“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი, რომელმაც შედეგებით „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი კოპაძეს პირველი ტური მოუგო.

ჩიტაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო რესურსი იქნა გამოყენებული, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამიტომ დარწმუნებულია, რომ მეორე ტურშიც გაიმარჯვებს.

„რა უნდა შეიცვალოს ამ ორი კვირის განმავლობაში?! ხალხმა ხმა რომ არ მომცეს, მაშინ კაცი უნდა მოვკლა და ამას ხომარ გავაკეთებ?! 53 წლის ვარ, მათ შეაფასეს ჩემი განმვლილი ცხოვრება და არჩევანი ამის მიხედვით გააკეთეს. ვფიქრობ, რომ მეორე ტურში უფრო მეტი მხარდაჭერა მექნება“, – აცხადებს ჩიტაშვილი.

ჩიტაშვილთან დამარცხებული კოპაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ მოუცლელობის გამო კომენტარს ვერ აკეთებს. „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი ვლადიმერ ზედგინიძე კი კოპაძის დამარცხებას ასე ხსნის: „ხმების მეტ ნაწილს ვერ მიიღებდა, რადგან გიორგი იყო ქალაქ ახალციხის მერი და არა ადიგენის. ეს ფაქტორი მუშაობს“.

შეკითხვაზე, მაშინ იმ ქალაქში რატომ წააგო არჩევნები, რომლის მერიც იყო, ზედგინიძე გვპასუხობს: „ბოლო ორი წლის განმავლობაში რაც გააკეთა კოპაძემ ამას დანახვა უნდა. თუნდაც რაბათში რამდენი რამ გააკეთა, ან ასფალტი რამდენ ქუჩაზე დაიგო. ამის მიხედვით უნდა შეეფასებინა ხალხს და არა პირადი ემოციით“.

„ასფალტი რომ დაყარა ბოლოს ეგ არ არის საქმის კეთება. პირადად მე უარყოფითად ვაფასებ კოპაძის ქმედებებს. იგივე რაბათში არაფერი გაუკეთებია და ხალხთანაც მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა“, – ასე ხსნის კოპაძის დამარცხებას საკუთარ ქალაქში „ბურჭულაძის“ პარტიის წარმომადგენელი ივანე გვარამაძე.

რაც შეეხება „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ზედგინიძის დამარცხებას, გვარამაძე ფიქრობს, რომ ზედგინიძეს დამოუკიდებელ კანდიდატად რომ ეყარა კენჭი, ბერად მეტ ხმას მიიღებდა.

არ ეთანხმება გვარამაძეს „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შალვა გოგოლაძე. მას მიაჩნია, რომ ვერც ზედგინიძე და ვერც კოპაძე ვერ მიიღებდა ხმებს, ისინი რომ „ოცნების“ კანდიდატები არ ყოფილიყვნენ.

ზოგადად, ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კი სამართლებრივი თვალსაზრისით გოგოლაძეს პრეტენზია არ აქვს: „იყო უმნიშვნელო ექსცესები, მაგრამ ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“.

პარტიისა და საკუთარ მარცხზე კი გოგოლაძე აცხადებს, რომ მიზეზები ისევ საკუთარ პარტიაში უნდა ეძებონ და წაგებას სხვას ვერ დააბრალებენ: „ალბათ სათქმელი ბოლომდე ვერ მივიტანეთ ამომრჩევლამდე. შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსს თუ არ გამოიყენებდნენ სახელისუფლებო კანდიდატები და ხალხსაც არ დააშინებდნენ, ჩვენი მაჩვენებელი სამჯერ გაზრდილიყო, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი მაინც ვერ იქნებოდა“.

ნაკლები ცნობადობითა და მწირი ფინანსური რესურსით ხსნის მარცხს „ბურჯანაძე დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილი: „ფინანსური სიმწირის გამო ვერ მოვახერხე სათანადო კამპანიის ჩატარება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილზე ვინც დიდი ხანია არ საქმიანობს, ნაკლებად იცნობენ. გადამწყვეტი, მაინც იყო ის, რომ ვერ მოვახერხეთ ხალხამდე მისვა ისე, როგორც ეს საჭირო იყო“.

ხითარიშვილი აცხადებს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები რელურად უბნების გარეთ ჩატარდა: „ეს ალბათ არჩევნების მოგების ახალი მეთოდია საქართველოში. ის ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდა, ამბობს რომ არ მისულა არჩევნებზე“.

რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიის კანდიდატების მარცხს ახალციხე–ადიგენის ოლქში, ხითარიშვილი ამბობს: „ალბათ ეს მაინც პიროვნებიდან გამომდინარეა. რომელი პარტიის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ მაღალი რეიტინგი ისინი გავიდნენ“.

მეორე ტურში ხითარიშვილი ფიქრობს, რომ მეტი შანსი სახელისუფლებო კანდიდატებს აქვთ, ეს მხოლოდ იმიტომ რომ სახელისუფლებო რესურსია მათ მხარესა.

ივანე გვარამაძეს წინასწარ პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა სურს რომ ხალხმა წინ [„ოცნებისკენ“] გაიხედოს და არა უკან [„ნაციონალებისკენ“].

უარყოფითად აფასებს „ნაციონალების“ გამარჯვებას „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ჯუმბერ ინასარიძეც: „მთელი საქართველო ერთ მხარეს დგას და რა გახდა ახალციხე?! ალბათ პირველ ტურში ვინც გაიმარჯვა, მეორეშიც გამარჯვებას ის მოიპოვებს“.

შალვა გოგოლაძე დარწმუებულია, რომ ხელისუფლება მათი კანდიდატების გასამარჯველბად ყველანაირ გზას გამოიყენებს: „ივანიშვილი ამბობს, რომ გასამარჯვებლად ყველაფერს გავაკეთებო და ვისაც ფული აქვს ის იგიებს“.

„პატრიოტთა ალიანსში“ არჩევნების შედეგებზე არ საუბრობენ. ამბობენ რომ პარტიას ჯერ დუმილი აქვს გამოცხადებული და შეფასებებს მოგივანებით გააკეთებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერობის დამარცხებული კანდიდატები შედეგებს აფასებენ
ვლადიმერ ზედგინიძე: „არ დავმარცხებულვარ“
მაჟორიტარები მეორე ტურისთვის ემზადებიან
მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულეს
30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
გიორგი კოპაძე /ვაჟა ჩიტაშვილი – მოგებული და წაგებული უბნები და შანსები მეორე ტურისთვის