FM97.5 / LIVE

გოდერძი კუბლაშვილის შემაჯამებელი შეხვედრა ამომრჩეველთან

მთავარისიახლე, არჩევნები 06.10.2016
პარტია „თამაზ მეჭიაური – ერიანი საქართველოსათვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი კუბლაშვილმა ახალციხეში ბოლო, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

გოდერძი კუბლაშვილის შემაჯამებელი შეხვედრა ამომრჩეველთან

დღეს, 6 ოქტომბერს, გოდერძი კუბლაშვილმა ბოლო შეხვედრა მესხეთის სახელმწიფო თეატრის შენობაში გამართა. მან რვა კაციან აუდიტორიას საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. კანდიდატის თქმით, მისი საარჩევნო პროგრამა ღირსებაზე, ქრისტიანულ სიყვარსულსა და მიმტევებლობაზე, ასევე უკადრებლის არ კადრებზეა დაფუძნებული.

შეხვედრისას, გოდერძი კუბლაშვილმა ყურადღება იმ სამ საკითხზე გაამახვილა, რომლებიც მისი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტული იქნება: პირველ პრიორიტეტად კანდიდატი განათლების სისტემას ასახელებს. ამბობს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში არასახარბიელო მდგომარეობაა, მისი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის ამბიცია აქვს.

მისი შემდეგი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა.

„ადამიანის უფლებები შელახულია სამწუხაროდ, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. თავზე დაგვაჯდა ყველა. ვისაც არ ეზარება აქ მოდის მმართველად. რასაც ვერ უბედავენ, ვერც იმერეთს, ვერც სამეგრელოს, ვერც გურიას, იმას ბედავენ აი აქ. თქვენ ყველა ძალიან კარგად იცით ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი“, – განმარტა შეხვედრისას გოდერძი კუბლაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის მესამე პრიორიტეტია – სამთავრობო საქმეებში, არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ დონეზე არ ჩაერიოს და სიტუაცია მხოლოდ აკონტორლოს.

საბოლოოდ, კანდიდატმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში, მისი კონკურენტები ადიგენი – ახალციხის ოლქში, მასთან დებატებზე უარს ამბობდნენ.

„21–ე საუკუნეში პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატები ვერ ბედავენ ჩემთან დებატებში მოსვლას. ჩემს კონკურენტებს ასევე ეშინიათ მოსახლეობასთან შეხვედრა. ჩვენმა პარტიამ თავიდანვე განაცხადა, რომ არ გვაქვს ფინანსები, ამიტომ ჩვენი პარტიის წევრების პლაკატი არსად არ არის გაკრული. ლენინის დრო დასრულდა, ადამიანებს აღარ აინტერესებთ პლაკატები, აღიზიანებთ“, – განმარტა გოდერძი კუბლაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამის გასაცნობად მესხეთის თეატრში დღეს რვა ადამიანი იმყოფებოდა.

"რეალური კანდიდატია, ისეთი პიროვნების პარტიიდან არის, რომ მისაღებია დეპუტატი თუ გახდება. მე ვიცნობ თამაზ მეჭიაურს, ვიცნობ მის პროგრამას და ვიცი მისი გამოცდილება, ამიტომ მომწონს“, – ამბობს შეხვედრის მონაწილე ანზორ ბალახაშვილი.

გოდერძი კუბლაშვილის შემაჯამებელი შეხვედრა ამომრჩეველთან

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილმა არჩევნები თავის უბანშიც წააგო
მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
გოდერძი კუბლაშვილი: ვერავის მივცემდი ხმას და ხარაგაულში საქეიფოდ წავედი
გოდერძი კუბლაშვილი: ‘მე დამარეგისტრირა მართლაც ვაჟკაცი კაცების პარტიამ’
'მიუღებელია ივანიშვილის  თამაშებში მონაწილეობა' – გოდერძი კუბლაშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს
'პატრიოტთა ალიანსს' კანდიდატი მხოლოდ ახალციხე–ადიგენის ოლქში ეყოლება