FM97.5 / LIVE

'რაზეც გესაუბრებით, მეზობლებს გადაეცით და არჩევანი ისე გააკეთონ' – მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 15.09.2016
ახალციხის მერობის კანდიდატი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ ვლადიმერ ზედგინიძე რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივთა მცირე ნაწილი ესწრებოდა, ამომრჩევლის ნაკლებობის გამო დაგეგმილზე გვიან დაიწყო.

'რაზეც გესაუბრებით, მეზობლებს გადაეცით და არჩევანი ისე გააკეთონ' – მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს

რუსთაველის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ გამართულ შეხვედრას, უმეტესწილად „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იყვნენ ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელი ილია ზარდიაშვილი და მისი მოდგილე ზაზა გელაძეც.
შეხვედრას რუსთაველის ქუჩის ამ მონაკვეთის მცხოვრებთა დიდი ნაწილი არ დასწრებია.

„ეტყობა ვერ მოიცალეს, ხდება ხოლმე. რაზეც გესაუბრებით, მეზობლებს გადაეცით და არჩევანი ისე გააკეთონ“, - დაუბარა ვლადიმერ ზედგინიძემ რუსთაველის ქუჩის იმ მოსახლეობას, ვინც შეხვედრაზე იყო.

ვლადიმერ ზედგინიძემ გამოსვლა საკუთარ თავზე საუბრით დაიწყო. თავის წარდგენის შემდეგ, კანდიდატი ადგილობრივებს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას დაჰპირდა. მანვე ქალაქში ოთხი ქუჩის რეაბილიტაციაც დაანონსა, თუმცა, რომელი ქუჩები, არ დაუკონკრეტებია.

„გპირდებით, რომ ოთხი ქუჩა მოეწყობა წლის ბოლომდე. მოვაწყობთ კანალიზაციის სისტემასაც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა და დაამატა, რომ არცერთი საკითხი ადგილობრივების თანამონაწილეობის გარეშე არ გადაწყდება.

რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძეც უნდა შეხვედროდა. თუმცა, იგი შეხვედრაზე არ გამოჩენილა. როგორც ადგილობრივებს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ განუმარტა, კოპაძე ქალაქგარეთ იმყოფება და შეხვედრა ამიტომ ვერ მოახერხა.

'რაზეც გესაუბრებით, მეზობლებს გადაეცით და არჩევანი ისე გააკეთონ' – მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს

'რაზეც გესაუბრებით, მეზობლებს გადაეცით და არჩევანი ისე გააკეთონ' – მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი კოპაძე: „არ გამოვრიცხავ, რომ მერობის  კანდიდატი  ზარდიაშვილი იყოს“.
შემოვლა პროექტების დასაგეგმად თუ სამსახურეობრივი მანქანის გამოყენება საარჩევნო შეხვედრაზე

ასპინძის მერობის კანდიდატი სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდა  [R]
ადიგენის მერობის კანდიდატი ხუთი სოფლის მოსახლეობას შეხვდა [R]
'ოცნების' მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო
ასპინძის მერობის კანდიდატი ჭობარეთის, ძველის, ორგორასა და საყუდაბელის მოსახლეობას შეხვდა [R]
ასპინძის მერობის კანდიდატი სოფელ ფიას, თმოგვის, მირაშხანისა და ნაქალაქევის მოსახლეობას შეხვდა [R]