FM97.5 / LIVE

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი სუბიექტების ვინაობა დღეს გაირკვევა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 08.09.2016
ვის სურს მონაწილეობის მიღება საპარლამენტო და მერის რიგგარეშე არჩევნებში, ცნობილი დღეს, 8 სექტემბერს გახდება. პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ სარჩევნო სუბიექტებს დღეს რეგისტრაციისათვის ბოლო ვადა აქვთ.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი სუბიექტების ვინაობა დღეს გაირკვევა

8 სექტემბერს, 18:00 საათამდე, პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებულმა მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებმა რეგისტრაციისათვის, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა მიმართონ. შესაბამისად, ცნობილი გახდება, რამდენ კანდიდატს სურს კენჭი იყაროს 8 ოქტომბრის არჩევნებში და ვინ იქნებიან ეს კანდიდატები.

პარტიების მიერ წადგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია 10 დღის ვადაში ამოწმებს. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, კანდიდატი ოფიციალურად დარეგისტრირდება.

რაც შეეხება მერობის კანდიდატს, საბუთებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მის საბუთებს წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს და თუ დოკუმენტაცია საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მერობის კანდიდატს არეგისტრირებს.

ამ დროისათვის, სამცხე–ჯაავხეთის მასშტაბით, სამ გაერთიანებულ ოლქში, პოლიტიკური პარტიების მიერ სულ 23 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია დასახელებული. მათი უმრავლესობა ამ დრომდე საოლქო საარჩევნო კომისიაში არ დარეგისტრირებულა.

ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის კი კანდიდატი სამმა პარტიამ დაასახელა. მათგან 8 სექტემბრამდე რეგისტრაცია მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გაიარა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერობა ხუთ კანდიდატს სურს
ვის შეუძლია მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა
საუბნო კომისიაში წევრობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება
მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება
რა ხდება არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე – ცესკოს კალენდარი
ახალციხის მერობის კანდიდატი „ეროვნული ფორუმიდან“ ჯუმბერ ინასარიძეა
ადიგენის მერობა ექვს კანდიდატს სურს