FM97.5 / LIVE

საუბნო კომისიაში წევრობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება

მთავარისიახლე, არჩევნები 16.08.2016
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევ კონკურსში განაცხადების წარდგენის ვადა იწურება. მსურველებს განცხადების შესატანად ერთი დღე დარჩათ.

საუბნო კომისიაში წევრობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება

საუბნო სარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, წევრობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ცესკომ 3 აგვისტოს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადების შეტანის ვადა ხვალ, 17 აგვისტოს იწურება.

იმისათვის, რომ პირი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო კომისიის შემადგენლობაში იყოს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მიმართოს. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

• კანდიდატის სახელი და გვარი;
• იმ საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს წევრობა;
• საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის #230/2016 განკარგულების მიხედვით, განცახადებას თან უნდა დაერთოს:

• საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
• არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია საოლქო საარჩევნო კომისიაში პირადად უნდა წარადგინოს. თუ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ შეესაბამება განკარგულებით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ (დოკუმენტაციის მიღებისას) აცნობებს მას, შეუსაბამობის მითითებით. შესწორებული საკონკურსო დოკუმენტაცია კომისიას 1 დღეში უნდა დაუბრუნდეს. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილ საკონკურსო დოკუმენტაციას კომისია არ განიხილავს.

წევრობის მსურველმა საკონკურსო დოკუმენტაცია მხოლოდ ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე უნდა შეიტანოს, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადის განმავლობაში, მას უფლება აქვს გამოითხოვოს საკონკურსო დოკუმენტაცია ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი (საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება) შესაბამისი განცხადებით.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
სამცხე–ჯავახეთის ოლქებში საუბნო კომისიის წევრობის მსურველთა 999 განაცხადი შევიდა
საუბნო საარჩევნო კომისიებში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საოლქო კომისია  377 მსურველიდან 210 წევრს შეარჩევს
1766 განაცხადი სამცხე–ჯავახეთში საუბნო კომისიის წევრობისთვის
უბნებზე პარტიების წარმომადგენელთა დანიშვნის ვადა იწურება
რა ხდება არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე – ცესკოს კალენდარი