FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობა ხუთ კანდიდატს სურს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 08.09.2016
N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მერობის მსურველი ხუთი კანდიდატის განაცხადი შევიდა. მათგან ორი უკვე დარეგისტრირებულია, სამი კანდიდატის დოკუმენტებს კი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს.

ახალციხის მერობა ხუთ კანდიდატს სურს

მერობის მსურველებისთვის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საბუთების წარდგენის ვადა ამოიწურა. 9 სექტემბრიდან არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს დარეგისტრირება აღარ შეუძლიათ.

შესაბამისად, უკვე ცნობილია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც მერობის კანდიდატობისათვის საოლქო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები შეიტანეს. მათი ნაწილი უკვე დარეგისტრირებულია, ნაწილის საბუთებს კი #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განიხილავს.

ამ დროისათვის, მერობის დარეგისტრირებული კანდიდატები არიან:

1. ირაკლი ერეკლიშვილი – ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
2. ჯუმბერ ინასარიძე – პარტია "ეროვნული ფორუმი“.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განიხილავს შემდეგი კანდიდატების დოკუმენტებს:

3. ივანე გვარამაძე – "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“;
4. ბესიკ ტაბატაძე – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
5. ვლადიმერ ზედგინიძე – პარტია "ქართული ოცნება“.

როგორც N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, თუ მერობის კანდიდატთა დოკუმენტაცია სრულყოფილი იქნება, მათ დარეგისტრირება უპრობლემოდ შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი სუბიექტების ვინაობა დღეს გაირკვევა
ახალციხის მერობის კანდიდატი „ეროვნული ფორუმიდან“ ჯუმბერ ინასარიძეა
როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის
ვის შეუძლია მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა
ახალციხის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოლებს
ადიგენის მერობა ექვს კანდიდატს სურს
მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება