FM97.5 / LIVE

ადიგენის მერობა ექვს კანდიდატს სურს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 22.09.2017
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ადიგენში მერობის ექვსი კანდიდატი დარეგისტრირდა, ექვსივე მათგანი პოლიტიკური პარტიის მიერაა წარდგენილი.

ადიგენის მერობა ექვს კანდიდატს სურს

მერობის კანდიდატები არიან:

მინდია ჯელია – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
ჯემალ ვანაძე – საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა– დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“;
გელა სარაშვილი – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“;
არკადი საჰაკიან – საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა, ახალი საქართველო“;
ზაქარია ენდელაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
რატი ტატალაშვილი – საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;


შეგასენებთ, მინდია ჯელია, რომელიც ადიგენის გამგებლის მოადგილე იყო, შემდეგ კი გაათავისუფლეს, თავდაპირველად არჩევნებში მონაწილეობისთვის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. იგი მერობის დამოუკიდბელი კანდიდატად აპირებდა მონაწილეობას, თუმცა, ბოლო წუთებში გადაწყვეტილება შეცვალა. მინდია ჯელია ამბობს, რომ მას "პატრიოტთა ალიანსის" ხედვები მოეწონა და ამიტომ, არჩევნებში მონაწილეობა ამ პარტიის სახელით გადაწყვიტა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მონაწილეობის მსურველი მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების, ასევე, პარტიული სიების რეგისტრაციის ვადა გუშინ, 21 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა. საოლქოებს დოკუმენტაციის გადასამოწმებლად, ორი დღის ვადა აქვთ, თუ ვინმეს დოკუმენტაციაში ხარვეზი აქვს და ვერ გამოასწორებს, იგი შეიძლება საარჩევნო პროცესებს გამოეთიშოს, შესაბამისად, საბოლოო მონაცემები, ვინ ჩაერთვება ადიგენის მერობისთვის საარჩევნო ბრძოლაში, უკვე ორშაბათს იქნება ცნობილი.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების შედეგები – ადიგენი [სრული]
ახალქალაქში  მერობის ექვსი კანდიდატია
31 კაცი და 1 ქალი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში მერობისთვის ბრძოლას ორი კანდიდატი გამოეთიშა
სამცხე–ჯავახეთში მერობის 31 და მაჟორიტარობის 321 კანდიდატია
ერთი დამოუკიდებელი და ოთხი პარტიული – ასპინძაში მერობა 5 კანდიდატს სურს
1 ქალი და 34 მამაკაცი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში