FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის კანდიდატი „ეროვნული ფორუმიდან“ ჯუმბერ ინასარიძეა

მთავარისიახლე, არჩევნები 05.09.2016
"ეროვნული ფორუმის“ მერობის კანდიდატმა ჯუმბერ ინასარიძემ #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის მიმართა;

ახალციხის მერობის კანდიდატი „ეროვნული ფორუმიდან“ ჯუმბერ ინასარიძეა
ჯუმბერ ინასარიძე პირველია, რომელმაც ახალციხის მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საოლქო კომისიას მიმართა. მან განაცხადი დღეს, 5 სექტემბერს შეიტანა.

როგორც N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი განმარტავს, აღნიშული დოკუმენტები განხილვის პროცესშია. თუკი განაცხადი სრულყოფილი იქნება, კანდიდატი ოფიციალურად დარეგისტრირდება.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჯუმბერ ინასარიძე პარტია ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი იყო, თუმცა აგვისტოში მან აღნიშნული პარტია დატოვა და ,,ეროვნულ ფორუმს“ შეუერთდა.

საარჩევნო კოდექსის 167–ე მუხლის მიხედვით, მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება თუკი იგი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს:

ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;
ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რომელიც დამოწმებულია ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;
გ) ორ ფოტოსურათს;
დ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
მერობის კანდიდატად დარეგისტრირება, პარტიების მიერ დასახელებულ კანდიდატებს 8 სექტემბრამდე შეუძლიათ.

ახალციხის მერობის კანდიდატი „ეროვნული ფორუმიდან“ ჯუმბერ ინასარიძეა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერობა ხუთ კანდიდატს სურს
ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
ვის შეუძლია მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა
რა ხდება არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე – ცესკოს კალენდარი
როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის
ახალციხის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოლებს