FM97.5 / LIVE

ნუგზარ პარუნაშვილი ახალციხე–ადიგენში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 10.08.2016
ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში ნუგზარ პარუნაშვილი დეპუტატობის უპარტიო კანდიდატი იქნება.

ნუგზარ პარუნაშვილი ახალციხე–ადიგენში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს
ნუგზარ პარუნაშვილმა, როგორც თავად აცხადებს, ცესკოში საინიციატივო ჯგუფი უკვე დაარეგისტრირა, თუმცა იმისთვის რომ დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირდეს ჯერ ხელმოწერების შეგროვება სჭირდება.

„400–მდე ხელმოწერა უკვე გვაქვს, ხვალ ალბათ დავასრულებთ და ცესკოში წარვადგენთ“, –ამბობს პარუნშვილი.

ნუგზარ პარუნაშვილი 1948 წლის 2 აპრილს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში დაიბადა. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მას სამცხე–ჯავახეთში სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიცია ეკავა. 1973 წელს მუშაობდა ადიგენის წყალთა მეურნეობის სამმართველოში, 1990–1991წლებში ახალციხის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგე იყო; 1991 წელს ახალციხის რაიონის საკრებულოს მდივანი გახდა; 2002–2003 წლებში სამცხე–ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ, 2003–2004 წლებში რეგიონის გუბერნატორად დაინიშნა. 2004–2008 წლებში საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრად აირჩიეს. ამავე წლებში იგი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრიც იყო.

აცხადებს, რომ პოლიტიკირადნ არასდროს წასულა, ოღონდ ამ პოლიტიკაში ყოველთვის უპარტიო იყო.

„ხალხს უხარია, რომ დამოუკიდებელი ვარ და არცეთ პარტიაში არ ვარ“, – აცხადებს პარუნშვილი და ამატებს – „ოცნება“ მესიმპატიურება და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგი ვარ“.

დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში პირველ ადგილზე გავა: „მეორეზე იქნება ვაჟა ჩიტაშვილი, მესამეზე გიორგი კოპაძე და მეოთხეზე, თუ კიდევ ვინმე არ დაასახელეს, გოდერძი კუბლაშვილი გავა“.

ამბობს რომ იმ პერიოდში, როცა რეგიონში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა ხალხს თავი ზრუნვით დაამახსოვრა და ახლა არჩევნებში სწორედ მათი მხარდაჭერის იმედი აქვს: „კოსტავას ფონდში ვიყავი, არა ერთ მრავალშვილიან ოჯახსა და ობოლს დავხმარებივარ. პირნათლად ვემსახურებოდი ჩემ მხარეს“.

პარუნაშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები არიან. ამჟამად მათი სამუშაო ოთახი თამარაშვილის N8-შია, თუმცა აცხადებენ, რომ აქ დროებით არიან.

„დარეგისტრირების შემდეგ საარჩენო კამპანიასაც დავიწყებთ და ოფისიც სხვაგან გვექნება“, – ამბობს პარუნაშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი
ნუგზარ პარუნაშვილი: ,ბოლო წუთამდე  „ოცნება“ დეპუტატად მე მასახელებდა’
გოდერძი კუბლაშვილი ნუგზარ პარუნაშვილს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს
დამოუკიდებელი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა
გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video]
სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობისთვის სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები