FM97.5 / LIVE

უბნებზე პარტიების წარმომადგენელთა დანიშვნის ვადა იწურება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.08.2016
29 აგვისტოს, პოლიტიკური პარტიებისათვის, საარჩევნო უბნებში საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნის ვადა მთავრდება.

უბნებზე პარტიების წარმომადგენელთა დანიშვნის ვადა იწურება

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნისათვის, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი გადაწყვეტილება, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს 29 აგვისტოს დღის ბოლომდე უნდა აცნობონ. საოლქო კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაცია, კონკრეტულ უბანზე კონკრეტული პიროვნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას უნდა მოიცავდეს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, უფლებამოსილ პარტიებს შესაძლებლობა აქვთ საუბნო კომისიის წევრად დანიშნონ საქართველოს ქმედითუნარიანი მოქალაქე18 წლის ასაკიდან.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პატრიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია, უბნებზე წარმომადგენლებს დანიშნავს, საარჩევნო უბნები საბოლოოდ დაკომპლექტდება. უბნებზე კომისიის წევრთა პირველი სხდომები კი 8 სექტემბერს გაიმართება.

საბოლოოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, თითოეულ უბანზე 13 წევრით, ცესკოს ვებ–გვერდზე, 10 სექტემბრამდე გამოქვეყნდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარტიები საუბნო კომისიებისთვის წევრებს არჩევენ
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
ახალციხე–ადიგენის ოლქში საუბნო კომისიების დაკომპლექტება დასრულდა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა