FM97.5 / LIVE

პარტიები საუბნო კომისიებისთვის წევრებს არჩევენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 24.08.2016
24 აგვისტოდან, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა, საოლქო კომისიებს საუბნო კომისიებში მათი წევრების შესახებ მონაცემები უნდა წარუდგინონ.

პარტიები საუბნო კომისიებისთვის წევრებს არჩევენ

პარტიებს, უბნებზე წევრების შესარჩევად და ამ ინფორმაციის საოლქო კომისიისთვის მისაწოდებლად, ვადა 29 აგვისტოს ჩათვლით აქვთ.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, უფლებამოსილ პარტიებს შესაძლებლობა აქვთ საუბნო კომისიის წევრად დანიშნონ საქართველოს ქმედითუნარიანი მოქალაქე18 წლის ასაკიდან.

ხოლო კომისიის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს:
ა) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან (გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში);
ბ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ (სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 8 წლის განმავლოაბში)
გ) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა); დ) საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი;
ე) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები;
ვ) სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები : საკრებულოს თავმჯდომარე, მერი, გამგებელი და მათი მოადგილეები;
თ) სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები;
ი) მოსამართლეები და მათი თანაშემწეები;
კ) პროკურატურის თანამშრომლები;
ლ) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
მ) დამკვირვებელი.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საჯარო მოხელე (გარდა ჩამოთვლილი ,,დ“–დან,,კ“ პუნქტის ჩათვლით). მას დროებით შეუჩერდება უფლებამოსილება საჯარო სამსახურში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურება.

პარტიების მიერ წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიხედვით, უბნები საბოლოოდ დაკომპლექტდება.

საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია, რომ თითოეული უბანი 13 კომისიის წევრით უნდა დაკომპლექტდეს. მათგან ექვსს საოლქო საარჩევნო კომისია განაცხადების საფუძველზე არჩევს, 7 წევრს კი პოლიტიკური პარტიები არჩევენ.

საპარლამენტო არჩევნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები 8 სექტემბერს გაიხსნება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უბნებზე პარტიების წარმომადგენელთა დანიშვნის ვადა იწურება
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საუბნო საარჩევნო კომისიებში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
სამცხე–ჯავახეთის ოლქებში საუბნო კომისიის წევრობის მსურველთა 999 განაცხადი შევიდა