FM97.5 / LIVE

ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 22.08.2016
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საუბნო კომისიის წევრის 21 804 ვაკანტურ ადგილზე (თითოეულ უბანზე 6 ვაკანსია), 35 956 განაცხადი შევიდა.

ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა

ცესკოს ცნობით, სულ შექმნილია 3 634 საუბნო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისიებს საუბნო საარჩევნო კომისიების 6 წევრის ასარჩევად ვადა 23 აგვისტოს ჩათვლით აქვთ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საბუთების წარსადგენად ვადა 3-დან 17 აგვისტოს ჩათვლით ჰქონდათ. მსურველთათვის პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ განცხადების სარეკომენდაციო ფორმა შეიმუშავა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე ცესკოს ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, სამცხე–ჯავახეთის საოლქო კომისიებში საუბნო კომისიების წევრობის მსურველთა 1766 განაცხადი შევიდა.

უფრო კოკრეტულად:

N44–ე ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში 628 განაცხადი შევიდა, საიდანაც 318 კანდიდატი უნდა შეირჩეს.
მიღებული განაცხადების რიცხვი ამ ოლქში შემავალი ოლქების მიხედვით, ასეთია:
N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქი – 379 განაცხადი;
N38–ე ადიგენის საარჩევნო ოლქი – 249 განაცხადი.

N45–ე ბორჯომი–ასპინძა–ახალქალაქის მაჟორიტარულ ოლქში 564 განაცხადი შევიდა, საიდანაც 420 უნდა შეირჩეს.
მიღებული განაცხადების რიცხვი ცალკეული ოლქების მიხედვით ასეთია:
N36–ე ბორჯომის საარჩევნო ოლქი – 272 განაცხადი;
N40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქი – 105განაცხადი;
N39 – ე ასპინძის საარჩევნო ოლქი – 187 განაცხადი.

N46–ე ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში 574 განაცხადი შევიდა. ამათგან:
#40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქი – 338 განაცხადი;
#41 – ე ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი 236 განაცხადი;

გარდა იმისა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიებში ირჩევენ წევრებს, უფლებამოსილი პარტიები შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას არა უგვიანეს 29 აგვისტოსი (არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა) წარუდგენენ.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1766 განაცხადი სამცხე–ჯავახეთში საუბნო კომისიის წევრობისთვის
სამცხე–ჯავახეთის ოლქებში საუბნო კომისიის წევრობის მსურველთა 999 განაცხადი შევიდა
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
სამცხე–ჯავახეთში საუბნო კომისიების წევრობა 1 742  პირს სურს
სამცხე–ჯავახეთის  საარჩევნო ოლქები  საპრეზიდენტო არჩევნებზე 157 950 ლარს დახარჯავენ
საუბნო საარჩევნო კომისიებში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
157.826 ლარი სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო ოლქების ფუნქციონირებისათვის