FM97.5 / LIVE

9 ოქტომბრის 07:00 საათის მონაცემები – სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურებს ელიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 09.10.2016
N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ახალციხეში, მერის რიგგარეშე არჩევნებში, ასევე, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს.

9 ოქტომბრის 07:00 საათის მონაცემები – სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურებს ელიან

ახალციხის საოლქო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან შემაჯამებელი ოქმების წარდგენა 9 ოქტომბერს, დილის 06:40 საათზე დასრულდა. მიღებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 8 ოქტომბრის ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ირაკლი ერეკლიშვილმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვლადიმერ ზედგინიძეს, 13 საარჩევნო უბნიდან, 11 მოუგო.

ჯერ ხმათა რაოდენობა დაჯამებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, მერის არჩევნებში მეორე ტური დაინიშნება.

შეგახსნებთ ახალციხეში მერის არჩევნები იმის გამო დაინიშნა, რომ ყოფილი მერი ახალციხე–ადიგენის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა "ქართულმა ოცნებამ". მერის არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი კოპაძეს, ახალციხის ოლქში, 35 საარჩევნო უბნიდან, 26 უბანი მოუგო.

ჯერ ხმათა რაოდენობა დაჯამებული არ არის, ასეევე, ჯერ უცნობია ადიგენის საარჩევნო უბნების მონაცმები, თუმცა, მოსალოდნელ მეორე ტურზე ამ შემთხვევაშიც საუბრობენ.

შეგახსნებთ, 8 ოქტომბერს საქართველოში მე–9 მოწვევის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა.

აქვე, როგორც მერის, ასევე, მაჟორიტარის შემთხვევაში, გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმათა 50% + 1–ს დააგროვებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ახალციხე მერის მოლოდინში – როდიდან დაიწყებს მუშაობას ახალარჩეული მერი
ახალციხეში ‘ქართულმა ოცნებამ’ მერის არჩევნები ერთ უბანზე წააგო
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
ცესკოს  მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში დასათვლელი  ერთი საარჩევნო უბანი დარჩა
ვის შეუძლია მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა
ახალციხის მერს  15 057 ამომრჩეველი აირჩევს