FM97.5 / LIVE

ახალციხის მერს 15 057 ამომრჩეველი აირჩევს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.10.2016
ახალციხეში 8 ოქტომბერს, მერის რიგგარეშე არჩევნებიც იმართება. ნახეთ, უბნების ჩამონათვალი, თქვენი დასახლების მიხედვით და გადაავლეთ თვალი მერობის კანდიდატებს.

ახალციხის მერს  15 057 ამომრჩეველი აირჩევს

8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებზე, მერის კანდიდატისათვის ხმის მიცემა მხოლოდ ქალაქ ახალციხეში რეგისტრირებულ პირებს შეეძლებათ. მერის არჩევნებზე საკუთარ პოზიციას 15 057 ამომრჩეველი დააფიქსირებს.
რიგგარეშე არჩევნებისათვის, ხმის მიცემა ქალაქის მასშტაბით სულ 13 უბანზეა შესაძლებელი.

№ 01 საარჩევნო უბანი – მესხეთის სახელმწიფო თეატრი – თამარ მეფის ქუჩა #36;
№ 02 საარჩევნო უბანი – № 4 საბავშვო ბაღი – მიხეილ იაძის ქუჩა №12;
№ 03 საარჩევნო უბანი – № 2 საჯარო სკოლა – ასპინძის ქუჩა №18;
№ 04 საარჩევნო უბანი – №6 საჯარო სკოლა – პეტრე იბერის ქუჩა №2;
№ 05 საარჩევნო უბანი – ახალციხის ციხე – პეტრე ხარისჭირაშვილის ქუჩა №1;
№ 06 საარჩევნო უბანი – №2 საბავშვო ბაღი – მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №39;
№ 07 საარჩევნო უბანი – №4 საჯარო სკოლა – დავით აღმაშენებლის ქუჩა №63;
№ 08 საარჩევნო უბანი – უნივერსიტეტის II კორპუსი – შოთა რუსთაველის ქუჩა №120;
№ 28 საარჩევნო უბანი –ახალციხის №3 საჯარო სკოლა – შოთა რუსთაველის ქუჩა №12;
№ 29 საარჩევნო უბანი – ახალციხის № 6 საბავშვო ბაღი – ივერიელის ქუჩა № 48;
№ 30 საარჩევნო უბანი – ახალციხის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი – ვარძიის ჩიხი, № 4;
№ 31 საარჩევნო უბანი – პროფესიული კოლეჯი „ოპიზარი“ – შოთა რუსთაველის ქუჩა №106;
№ 32 საარჩევნო უბანი – ახალციხის №3 საბავშვო ბაგა–ბაღი – პაატა მიქუტიშვილის ქუჩა №10

13 საარჩევნო უბნიდან შშმ პირებისათვის ადაპტირებულია მხოლოდ სამი მათგანი: №01, №08 და №13 საარჩევნო უბნები, სადაც სპეციალური პანდუსებია მოწყობილი.

2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებზე ახალცხის მერობის კანდიდატად კენჭს მხოლოდ მამაკაცები იყრიან. ქალაქის მოსახლეობამ არჩევანი ხუთ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათგან დამოუკიდებელი ანუ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი არცერთია.

მერობის კანდიდატები არიან:
N1 ივანე გვარამაძე – "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“;
N5 ირაკლი ერეკლიშვილი – ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
N8 ბესიკ ტაბატაძე – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
N26 ჯუმბერ ინასარიძე – პარტია "ეროვნული ფორუმი“;
N41 ვლადიმერ ზედგინიძე – პარტია "ქართული ოცნება“.

N37–ე ახალციხის ოლქში, მერის რიგგარეშე არჩევნები იმის გამო დაინიშნა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, "ქართულმა ოცნებამ“ ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი მერი, გიორგი კოპაძე დაასახელა. პარტიამ იგი ოფიციალურად 7 აგვისტოს წარადგინა, 9 აგვისტოს კი გიორგი კოპაძემ მერის პოსტი დატოვა.

რიგგარეშე არჩევნებისათვის შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 19 აგვისტოს გამოსცა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 8 ოქტომბერს არჩეული ახალი მერი, თანამდებობაზე ქალაქ ახალციხის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით იმუშავებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
რომელ მისამართზეა უბანი, სადაც ხმას აძლევთ – არჩევნები 2020
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
საპარლამენტო და ახალციხის მერის არჩევნები
ხვალ, 28 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთში 213 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ვალეში 4 საარჩევნო უბანი გაიხსნება
Live: არჩევნები სამცხე–ჯავახეთში -2016