FM97.5 / LIVE

'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 27.07.2016
"ყველასთვის საყვარელი ადამიანი, რომელიც სულ პოზიტივზეა აგებული. რომლისთვისაც ამ რაიონის არცერთი პრობლემა უცხო არ არის. სწორედ ამიტომ, ბატონი თემური უნდა წარმოადგენდეს თქვენს რაიონს",- ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.

'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]
“ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი მოქალაქის გაჭირვება, ტკივილი. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და რა თქმა უნდა, ვგრძნობთ, რა ხდება ქვეყანაში. “ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც სიძულვილზე არ არის დაფუძნებული. ჩვენი პარტია არის სიყვარულზე, გაერთიანების იდეაზე ორიენტირებული. გავიარეთ ეს დაპირისპირების პროცესი, აღარ არის დღეს ამის დრო. პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ერი ვართ, უნდა გავერთიანდეთ, დავამთავროთ ერთმანეთის ზიზღი, შუღლი, დაპირისპირება, შეურაცხყოფის მიყენება. ერთად უნდა დავდგეთ ყველა და ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ,“ - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა 2012 წლიდან დღემდე მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„2011 წლის შემოდგომაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, გადადგა მოქალაქეობრივი ნაბიჯი და ყველა ჩვენთაგანთან ერთად, მოახდინა გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თვისობრივად განსხვავებული საარჩევნო პროცესი გვაქვს, ადამიანები არიან მეტად თავისუფალნი. 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაქციეთ ისეთ სფეროებს ყურადღება, რაც იყო სასიცოცხლოდ მნიშველოვანი, ყოფნა არ ყოფნის საკითხები ფაქტობრივად- ეს არის ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურა, მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი ხელისუფლება. ვაცნობიერებთ რამდენი პრობლემა არსებობს, ვაცნობიერებთ როგორ უჭირთ ადამიანებს დღეს, განსაკუთრებით რეგიონებში და რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი 4 წელი დაეთმობა სწორედ იმას, რომ სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ,რათა ყველა ადამიანმა იგრძნოს მეტი ცვლილებები, იგრძნოს მეტი შემოსავალი და იგრძნოს მეტი კეთილდღეობა ოჯახში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. გვყავს კვალიფიციური, გამოცდილი გუნდი, რომელიც შედგება როგორც ძველი, ასევე ახალი წევრებისგან,“-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]

ლანჩხუთელებს სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც 2011 წლიდან - დღემდე „ქართული ოცნება“ მოვიდა და მინდა გითხრათ, რომ მართლაც ღირსეულად. რა თქმა უნდა, ამ ოთხი წლის განმავლობაში უამრავი პრობლემა იყო, მაგრამ ჩვენ ეს სირთულეები, ბარიერები გადავლახეთ.ჩვენ ვართ ხალხის მთავრობა, ხალხის ხელისუფლება და ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამის მოგვარება ერთი ხელისმოსმით შეუძლებელია, თუმცა, მჯერა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ რეალურად არის ის ძალა რომელიც შეძლებს ყველა ამ პრობლემების მოგვარებას. მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია“,-განაცხადა კახა კალაძემ.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ქართული ოცნების' კანდიდატის წარდგენა ასპინძაში [R]
კანდიდატის წარდგენა ჩოხატაურში [R]
სპორტის სასახლეში ”ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობს
კვირიკაშვილი: გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის [R]
'ქართული ოცნების' კანდიდატების წარდგენა თბილისში [R]
კანდიდატების წარდგენა სამცხე-ჯავახეთში [R]
”ქართულმა ოცნებამ“ კახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა [R]