FM97.5 / LIVE

‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 12.10.2020
დღეს, 12 ოქტომბერს ახალციხეში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი ამომრჩეველს წარუდგინეს. შეხვერას ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის, ააიპ–ების, სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სამხარეო ადმინისტრაციის, საკრებულოს თანამშრომლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია და პარტიის ლიდერები, ირაკლი კობახიძე და კახი კალაძე იმყოფებოდნენ.

„ახალციხელებს მინდა მადლობა გითხრათ, აქტიურად მონაწილეობთ ისეთ სახელმწიფო პროგრამებში როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამები. ერთ–ერთი გამორჩეული რეგიონია და მუნიციპალიტეტი, სადაც ამ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ხელს უწყობს ქართველ გლეხს გახდეს ძლიერი“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ–მინისტრი კანდიდატის წარდგენაზე ადგილობრივებს დაპირდა, რომ ახალციხეს 24 საათიანი წყალმომარაგება და მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა ექნება.

ამომრჩევლებს ახალციხე–ასპინძა–ბორჯომი–ადიგენის მაჟორიტარი კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი კახი კალაძემ წარუდგინა: „მარტივი არ იყო შეგვერჩია ადამიანი ვინც იქნებოდა მართლაც ღირსეული წარმომადგენელი. ჩავატარეთ ძალიან ბევრი გამოკითხვა, ძალიან ბევრი კვლევა და მივიღეთ გადაწვეტილება. დავასახელეთ ადამიანი რომელიც აქ დაიბადა და გაიზარდა, რომელმაც იცის ყველა ის პრობლემა, რაც ამ მხარეში არსებობს“.

ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და გამარჯვების შემთხვევაში ეცდება ხალხს ემსახუროს.

„იყო ახალციხელი და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატი არის დიდი პასუხისმგებლობა, მე მზად ვარ ამ პასუხისმგებლობისთვის და როგორც ყოველთვის დღესაც სიამაყით მინდა გითხრათ მუდმივად ვიქნები ჩემი ქალაქის და ჩემი მუნიციპალიტეტის სამსახურში. მე ვიცნობ ჩემს ქალაქს და კარგად ვიცი თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა შევქმნათ მეტი დოვლათი ჩვენს მუნიციპალიტეტში“ - განაცხადა ობოლაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ გამართელ ღონისძიებას სამცხე–ჯავახეთის მხარის, ახალციხის მერიის, საკრებულოს, ააიპ–ების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, მესხეთის თეატრის მსახიობები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

კითხვაზე, რატომ ესწრებოდნენ მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას სამუშაო საათებში, გვიპასუხეს, რომ შვებულებაში იმყოფებიან.

„დღეს და ხვალ აღებული მაქვს შვებულება“ - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამახურის სპეციალისტმა, ირაკლი კურტანიძემ.

რამდენი საჯარო მოხელე იმყოფებოდა კანდიდატის წარდგენაზე და აქედან რამდენს ჰქონდა დაწერილი ერთღდღიანი შვებულება ამ ეტაპზე უცნობია, „სამხრეთის კარიბჭე“ აღნიშნულ ინფორმაციას წერილობით გამოითხოვს.

ობოლაშვილის წარდგენა დღეს, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში გაიმართა. ხვალ კი ასპინძაში გაიმართება.

ხვალვე გაიმართება შეხვედრა ნინოწმინდასა და ახალქალაქში, ჯავახეთში ოფიციალურად სამველ მანუკიანს წარადგენენ.

‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ოცნებამ’ სამცხე–ჯავახეთის კანდიდატების წარდგენა ნინოწმინდაში დაასრულა
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში
‘მადლობა ბატონ ბიძინას’ – სამცხის მაჟორიტარობის  კანდიდატის პირველი განცხადება
'ქართულმა ოცნებამ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]
ახალქალაქში სავარაუდოდ ‘ოცნების’ მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატს სცემეს
'ლელომ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ დაასახელა