FM97.5 / LIVE

‘ოცნებისა’ და ‘ლეიბორისტების’ დაპირისპირება ბორჯომში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 15.08.2016
თავდასხმა თუ სიტყვიერი პაექრობა, – ბორჯომში, „ქართული ოცნებისა“ და „ლეიბორისტული“ პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში ადანაშაულებენ.

‘ოცნებისა’ და ‘ლეიბორისტების’ დაპირისპირება ბორჯომში
გიორგი გიუაშვილი

შემთხვევა ბორჯომში, 10 აგვისტოს, საღამოს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი ამბობს, იგი ქუჩებში საარჩევნო კამპანიას ეწეოდა.

„მანქანით, დროშებითა და მეგაფონით ხალხს მხარდაჭერისკენ მოვუწოდებდი, ვამბობდი: არ მისცეთ ხმა „ოცნებას“, გედი ფოფხაძეს. ფოფხაძემ მოგვატყუა, არცერთი წინაასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა, კორუფციაა, უმუშევრობაა–მეთქი. ასევე, გამგეობის ხელფასებს ვახმოვანებდი“, – გვიყვება გიუაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც იგი მანქანით გარეუბანში გავიდა, ბორჯომის საკრებულოს წევრის „ქართული ოცნებიდან“, ბესიკ ფოფხაძის წარმომადგენლები, ფოფხაძესთან ერთად, თავს დაესხნენ: „ერთმა მანქანამ წინ გადაგვისწრო, მეორე უკნიდან მოგვადგა. ალყაში მოგვაქციეს. გინებით გადმოხტნენ. 7–8 კაცი გამისწორდა ფიზიკურად. მათ შორის იყო საკრებულოს თავმჯდომარის მაოდგილე გიორგი ფერაძე. ყველა მიმართულებით მირტყამდნენ, ვიცავდი თავს, როგორც შემეძლო. მობილურიც დამიზიანეს“.

‘ოცნებისა’ და ‘ლეიბორისტების’ დაპირისპირება ბორჯომში
ფოტოზე: ბესიკ ფოფხაძე ("ქართული ოცნების" მაისურით)

საწინააღმდეგოს აცხადებს ბესიკ ფოფხაძე. მისი თქმით, შეხლა–შემოხლას ადგილი არ ჰქონია და „ეს რამდენიმე წამიანი სიტყვიერი პაექრობა იყო“. ასევე, ფოფხაძე ირწმუნება, რომ იგი მხოლოდ ორ თანამოაზრესთან ერთად იყო და რაიმე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია.

„გიუაშვილი მეგაფონით „ოცნების“, მოქმედი მაჟორიტარისა და მთავრობის მიმართ ბილწსიტყვაობდა. არანაირ წინასაარჩევნო აგიტაციას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ამ დროს არდაგანიდან მოვდიოდით. მძღოლს ვთხოვე დავწეოდით. მოვატრიალეთ მანქანა და გიუაშვილს ვანიშნე, რომ გადმოსულიყო“, – გვიყვება ფოფხაძე.

მისი თქმით, მან გიუაშვილს კანონისა და კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდა: „ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, იმათ ხმა არ ამოუღიათ. გიუაშვილმა პარტიაც შეაგინა ისევ, კონსტიტუციაც და მეც გადმომწვდა. რამდენიმე წინადადებით დავუბრუნე ხურდა და ვუთხარი, შენთან არაფერი გამოვა–მეთქი, ეს იყო და ეს. დაჯდა მანქანაში და წავიდა“.

ინციდენტის შემდეგ გიუაშვილი ბორჯომის რაიონულ სამმართველოში მივიდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე ძიება სსკ–ის 125–ე მუხლით დაიწყო.

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქმე არასწორად დაკვალიფიცირდა და ძიება სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ახალი, 162–ე მუხლით უნდა დაწყებულიყო, რაც არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

„აქ საუბარია იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობა, ან ძალადობის მუქარა, სისხლის სამართლის პასუხსიმგებლობას ითვალისწინებს. ეს მუხლი იმისთვის შემოვიდა, რომ თავისუფალი საარჩევნო გარემო იქნეს უზურნველყოფილი“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი ირმა პავლიაშილი და ამატებს, რომ მომხდარზე რეაგირება ყველა შესაბამისმა უწყებამ, მათ შორის უწყებათაშორისმა კომისიამაც უნდა მოახდინოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიუაშვილი, ასევე ის ტაქსის მძღოლი, რომელიც მას თან ახლდა, უკვე დაიკითხნენ. ჩვენება მისცა ბესიკ ფოფხაძემაც. მისი თქმით, მასთან ერთად სამმართველოში ის პირებიც დაიბარეს, რომლებიც ინციდენტის დროს თან ახლდნენ.

„სამედიცინო ექსპერტიზა ჩამიტარდა, თვალზე, მხარზე მაქვს მცირე დაზიანებები. ასევე ნეკი თითი მქონდა გასიებული“, – ამბობს გიუაშვილი.

რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ფერაძეს, აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა: „მომხდარის შესახებ გადმოცემით ვიცი“.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი: ‘ბესარიონ ფოფხაძეს სახეში შევაფურთხე’
ბორჯომის საკრებულოში მომხდარზე შსს–მ ძიება მუქარის მუხლით დაიწყო
დეპუტატი გიორგი გიუაშვილი: 'თანამდებობას ვტოვებ'
ბორჯომში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
დეპუტატი საკრებულოს სხდომას 'ოცნების' მაისურით დაესწრო
ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო
საკრებულოს თავმჯდომარე: ‘გიუაშვილი მარტის შემდეგ სამსახურში არ ყოფილა’