FM97.5 / LIVE

ბორჯომში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მთავარიპოლიტიკა 29.08.2014
საკრებულოს შენობიდან ქუჩაში გაგრძელებული დაპირისპირება, რაში ადანაშაულებენ ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთს.

ბორჯომში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ინციდენტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს, 29 აგვისტოს, საკრებულოს სხდომის დამთარების შემდეგ მოხდა. როგორც საკრებულოს დეპუტატი, „ლეიბორისტული პარტიიდან“, გიორგი გიუაშვილი აცხადებს, მას საკრებულოს თავმჯდომარე–ზაზა ჩაჩანიძე, ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და დეპუტატი ალეკო გელაშვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ვერ იღებენ კრიტიკას და ძალადობას მიმართავენ. საკრებულოს სათათბირო ოთახის კარი ჩაკეტეს და ფიზიკურად გამისწორდნენ, ხელიც მაქვს დაზიანებული“, – აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ გიორგი გიუაშვილი.

მისივე თმით, მომხდარის მიზეზი, 22 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ კომენტარი გახდა, სადაც გიუაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო თანხის გამოყოფაზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ადასტურებს, რომ შელაპარაკება ნამდვილად მოხდა, თუმცა სხდომათა დარბაზის კარის ჩაკეტვას და ფიზიკურ დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს.

„კარი, რომ ჩაკეტილი ყოფილიყო დაცვა ოთახში ვერ შევიდოდა. ფიზიკური დაპირისპირება არ დამინახავს, ჩოჩქოლი იყო და ყველა აშველებდა. ეს დაპირისპირება სახელფასო დანამატების თემამ გამოიწვია, – ამბობს ჩაჩანიძე და ამატებს, რომ მაჟორიტარული სიით გასულ 15 დეპუტატს მსგავსი ანაზღაურება აქვს – ეგ რატომ უნდა იყოს გამორჩეული არ მესმის“.

ვითარების გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, იგი საკრებულოს სხდომას თავიდანვე ესწრებოდა. როგორც დიმიტრი ყიფიანი განმარტავს, გიუაშვილის გაღიზიანება საკრებულოს წევრების კითხვამ გამოიწვია. რაც შეეხება ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, ამას ყიფიანი კატეგორიულად უარყოფს.

„გიუაშვილმა საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო თანხის გაცემის თაობაზე „მაესტროს“ მისცა ინტერვიუ, რომ ეს არასწორია და უარს ვამბობ ამ თანხაზეო. რაც არის სიცრუე, მას ამ თანხაზე უარი არ განუცხადებია, როცა მას მოვთხოვეთ პასუხი ამ სიცრუეზე, რომელიც მთელმა ქვეყანამ გაიგო, შელაპარაკდა ერთ–ერთ დეპუტატთან ალეკო გელაშვილთან და შეურაცხყოფა მოგვაყენა. ალბათ მიხვდა, რომ ტყუილი თქვა და თავის დაცვა გინებით და შეურაცხყოფით დაიწყო“, – ამბობს დიმიტრი ყიფიანი.

მისივე თქმით, გიუაშვილი ყველაზე მთავარ ფაქტს მალავს, რის გამოც მას პასუხი მოეთხოვება, როგორც სამართალდამცავების წინაშე, ასევე სხვა შესაბამის ორგანოებთან.

„მოხდა უარესი, რომელსაც მალავს. ალეკო გელაშვილს სახლის წინ დახვდა და ქვა ჩაარტყა სახეში. ტუჩი აქვს გახეთქილი და ორი კბილი მოტეხილი, ის ამჟამად იმყოფება ექიმთან, ალბათ შეაფასებს ექსპერტი მის მდგომარეობას და მიეცემა მსვლელობა ამ საქმეს“, –ამბობს იგი.

მომხდარს დეპუტატი ალეკო გელაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ გიორგი გიუაშვილის წინააღმდეგ საჩივრით სამართალდამცავებს დღესვე მიმართავს.

„სხდომიდან სახლში ვბრუნდებოდი და შესასვლელთან გიუაშვილმა დამიძახა. მივბრუნდი და ვისაუბრეთ, როდესაც წავიდა და მე სადარბაზოსკენ შემოვტრიალდი, სახეში ჩამარტყა, ზუსტად ვერ გეტყვით ეს ქვა იყო, თუ სხვა რაღაც და გაიქცა“, – ამბობს იგი.

მოხდარის შესახებ საჩივარი ბორჯომის რაიონულ სამმართველოში უკვე შეიტანა გიორგი გიუაშვილმა.

შსს–ში განმარტავენ, რომ საქმეს სსკ 125–ე მუხლით იძიებენ.

ბორჯომში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი: ‘ბესარიონ ფოფხაძეს სახეში შევაფურთხე’
ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო
დეპუტატი გიორგი გიუაშვილი: 'თანამდებობას ვტოვებ'
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
გიორგი გიუაშვილმა 'ლეიბორისტული პარტია' დატოვა
ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ
საკრებულოს თავმჯდომარე: ‘გიუაშვილი მარტის შემდეგ სამსახურში არ ყოფილა’