FM97.5 / LIVE

საკრებულოს თავმჯდომარე: ‘გიუაშვილი მარტის შემდეგ სამსახურში არ ყოფილა’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.06.2018
ვიდრე გიორგი გიუაშვილი კომისიის თავმჯდომარის პოზიციის დატოვების შესახებ განცხადებას დაწერდა, საკრებულოს თავმჯდომარისგან წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც მას სამსახურის გაცდენასთან დაკავშირებით ახსნა–განმარტება უნდა დაეწერა.

საკრებულოს თავმჯდომარე: ‘გიუაშვილი მარტის შემდეგ სამსახურში არ ყოფილა’

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი გიუაშვილი მიმდინარე წლის მარტის შემდეგ სამსახურში არ მისულა, შესაბამისად, მასზე დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს არ ასრულებდა. ამიტომ კომისიის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა და მისგან სამსახურში არ გამოცხადების მიზეზის განმარტება მოითხოვა:

საკრებულოს თავმჯდომარე: ‘გიუაშვილი მარტის შემდეგ სამსახურში არ ყოფილა’„ბატონო გიორგი, 2018 წლის მარტიდან თქვენ არ გამოცხადებულხართ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, არ შეგისრულებიათ თქვენთვის დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობა, კომისია არ შეკრებილა დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესასრულებლად; არ განგიხილავთ საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით თქვენზე დავალებული კორესპონდენცია, მოქალაქეთა განცხადებებზე არანაირი სახით რეაგირება არ მოგიხდენიათ, რითაც აფერხებთ კომისიისა და საკრებულოს მუშაობას, რაც თქვენი მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა სამსახურისა და თქვენი თანამდებობის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გიუაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარისგან რვა ივნისს მიიღო.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მარტიდან მაისის ჩათვლით რეალურად გიუაშვილი ხელფასს ტყუილად იღებდა: „რატომღაც ამ წერილის მიღების შემდეგ გადაწყვიტა მან, რომ დაკავებული პოზიცია დაეტოვებინა“.

იგი 12 ივნისს გიუაშვილის მიერ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს ბოდვას უწოდებს და ამბობს, რომ საკრებულოში გიუაშვილი ინიციატივებით არასდროს შესულა: „რა ინიციატივა ჰქონდა და ვინ არ დაუდგა გვერდში?! რაც მან დაწერა სრული ბოდვა იყო“.

საკრებულოში აცახდებენ, რომ გიორგი გიუაშვილის გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დეპუტატები ცნობად უახლოეს საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ, შემდეგ კი დაიწყბა პროცედურები ახალი თავმჯდომარის ასარჩევად.

შეგხსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან გიორგი გიუაშვილმა გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია ფეიბუქის გვერდზე გუშინ, 12 ივნისს გაავრცელა.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დეპუტატი გიორგი გიუაშვილი: 'თანამდებობას ვტოვებ'
ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას 10 თვეა თავმჯდომარე არ ჰყავს
ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი: ‘ბესარიონ ფოფხაძეს სახეში შევაფურთხე’
გიორგი გიუაშვილმა 'ლეიბორისტული პარტია' დატოვა
დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ