FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.02.2018
დღეს, 28 თებერვალს, ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რაიონული სამმართველო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლისს, 1–ლი პრიმა პუნქტის ბე ქვეპუნქტით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამ წუთებში სამმართველოში იმყოფება საკრებულოს დეპუტატი „ლეიბორსიტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი. როგორც შსს–ში განგვიცხადეს, იგი დაკითხვაზეა.

„ფიზიკურად გამისწორდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ზეწოლა განხორციელდა ჩემზე“, – განგვიცხადა მან სატელეფონო საუბარში და იმ მოტივით, რომ დაკითხვაზეა, ტელეფონი გაგვითიშა. გიუაშვილს ამჯერად კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია, თუმცა, დრის პირველ ნახევარში, მაშინ როცა დაპირისპირება მოხდა, მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ივანე შალუტაშვილმა მუშტი დაარტყა.

საპირისპიროს ამბობს ივანე შალუტაშვილი: „სხდომათა დარბაზიდან რომ გამოვედი, გიუაშვილმა მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი მომიქნია, ბუნებრივია თავი დავიცავი. მე ჯერ დაკითხვაზე არავის დავუბარებივარ“.

შეგახსენებთ, დღეს სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ბორჯომში, რომელსაც, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველად დაესწრნენ 'ქართული ოცნების' დეპუტატები. ხელფასების საკითხი ვერც დღეს დამტკიცდა, – 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომელთა ნაწილმა, სავარძლებით ჩახერგა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი. ისინი თავადაც იქ იმყოფებიან და ამბობენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. თანამშრომელთა მეორე ნაწილი კი ტრანსფარანტებით – 'ჩაჩანიძე, ბორჯომის მტერი', 'მოღალატე გადადექი', 'ჩაჩანიძე პრემია 19 080 ლარი', 'ჩაჩანიძე შეეკრა ნაცებს და ნეონაცებს', 'ჩაჩანიძემ უღალატა თავის პარტიას', – მერიის შენობის წინ მართავს აქციას.

ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებულია. ამ დრომდე ისევ კაბინეტში რჩება ზაზა ჩაჩანიძე, – მისი კაბინეტის კარი კვლავ ჩახერგილია სავარძლებით.

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებს საბოტაჟში
'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
ჩხუბით დასრულდა სხდომა ბორჯომში, რომელსაც პირველად ესწრებოდა ‘ოცნება’
ბორჯომში საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის გარეშე გამართეს და ხელფასების საკითხი დაამტკიცეს  [Video]
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს