FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი: ‘ბესარიონ ფოფხაძეს სახეში შევაფურთხე’

მთავარიპოლიტიკა 19.09.2014
დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში და ჩაშლილი საკრებულოს სხდომა. რატომ იჩხუბეს დეპუტატებმა და რატომ შეაფურთხა უმცირესობის წევრმა გიორგი გიუაშვილმა უმრავლესობის წევრს ბესარიონ ფოფხაძეს;

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი: ‘ბესარიონ ფოფხაძეს სახეში შევაფურთხე’
გიორგი გიუაშვილი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე დაგეგმილი სხდომა ჩაიშალა. მიზეზი დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გახდა.

საკრებულოს დეპუტატი „ლეიბორისტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი ყვება, რომ საკრებულოს სხდომის შესახებ მას ინფორმაცია არ მიაწოდეს და გასარკვევად საკრებულოში მივიდა.

„სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ საკრებულოს სხდომა იყო, არავინ გამაფრთხილა. შევედი შენობაში და ამ დროს დავინახე საკრებულოს წევრი ბესარიონ ფოფხაძე, მინდოდა გასაუბრება, წინა კონფლიქტთან დაკავშირებით რა პრეტენზიები ჰქონდა, დავუძახე, ყურადღება არ მომაქცია და პირდაპირ სახეში შევაფურთხე. მომიბრუნდა დასარტყმელად და ამ დროს წაიქცა. სერიოზეული დაზიანებები არ ექნება“, – აცხადებს უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი გიუაშვილი და ამატებს, რომ სწორედ ფოფხაძე იყო 29 აგვისტოს მისი საკრებულოს ოთახში ჩაკეტვის ორგანიზატორი.

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი: ‘ბესარიონ ფოფხაძეს სახეში შევაფურთხე’ ბესარიონ ფოფხაძე, რომელიც ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის ძმაა, ამ დროისთვის ბორჯომის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

როგორც ბესარიონ ფოფხაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, მას სახეზე დაზიანებები აქვს: „არ ვიცი რა მოხდა, მოქალაქეს ვესაუბრებოდი და პირდაპირ წამოვიდა აგრესიაზე“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე გიორგი გიუაშვილის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ გიუაშვილმა სხდომის შესახებ იცოდა.

„დეპუტატს მაშინ ვაფრთხილებთ, როცა რიგგარეშე სხდომაა. ეს იყო დაგეგმილი სხდომა. დებულებაში წერია, რომ სხდომა ყოველი თვის მესამე კვირის პარასკევს, 12:00 საათზე იმართება. ამ ყველაფრის მიუხედავად, გიუაშვილი საკრებულოს აპარატმა სხდომის შესახებ გააფრთხილა“, – განმარტავს ზაზა ჩაჩანიძე და დღევანდელი ინციდენტის დეტალებს იხსენებს: „ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. იწყებოდა სხდომა, დეპუტატი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ბესარიონ ფოფხაძე ესაუბრებოდა მოქალაქეს, გიორგი გიუაშვილი უკნიდან მიეპარა და დაარტყა ხელი, მიაყენა სერიოზული დაზიანებები. ამ ყველაფერზე დაიწყება მოკვლევა, ვიდეოკამერებზე ყველაფერია აღბეჭდილი“.

შეგახსენებთ, რომ ეს ბორჯომის საკრებულოში დეპუტატებს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის.

დეპუტატებს შორის ურთიერთობა პირველად 29 აგვისტოს დაიძაბა. ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გიუაშვილსა და საკრებულოს წევრ ალეკო გელაშვილს შორის მოხდა, გიუაშვილმა გელაშვილს სახეში მძიმე საგანი ჩაატყა. ამ საქმეს სსკ–ის 125–ე მუხლით იძიებენ.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
დეპუტატი გიორგი გიუაშვილი: 'თანამდებობას ვტოვებ'
რას იძიებს პოლიცია ბორჯომის საკრებულოში
გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა
ბორჯომის საკრებულოში მომხდარზე შსს–მ ძიება მუქარის მუხლით დაიწყო
ბორჯომის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს [Video]
ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო