FM97.5 / LIVE

დეპუტატი გიორგი გიუაშვილი: 'თანამდებობას ვტოვებ'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.06.2018
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა, გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი გიუაშვილმა თანამდებობა დატოვა.

დეპუტატი გიორგი გიუაშვილი: 'თანამდებობას ვტოვებ'

კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ, გიორგი გიუაშვილმა, რომელიც ამავე დროს "ლეიბორისტული პარტიის" წევრია, განცხადება საკუთარი ფეიბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

"ვერ ვითანამშრომლებ "სულგაყიდულ", უპრინციპო, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნავ თანამდებობის პირებთან, მიმიფურთხებია "ასეთი" თანამდებობებისათვის და ხელფასებისათვის, თქვენზე მეტი მიბრძოლია და მიკეთებია ჩემი ბორჯომისათვის და ასე გავაგრძელებ მომავალშიც თანამდებობის და ხელფასის გარეშეც. წერილობით გიდასტურებთ ჩემს თანამდებობიდან გადადგომას", – წერს გიორგი გიუაშვილი ფეისბუქზე.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილს დღეს, 13 ივნისს წერილობით მიმართავს: "საკრებულოში ვრჩები, თუმცა არანაირი თანამდებობა აღარ მექნება".

გიორგი გიუაშვილი ბორჯომის საკრებულოს გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ 2017 წლის 20 ნოემბერს აირჩიეს.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკრებულოს თავმჯდომარე: ‘გიუაშვილი მარტის შემდეგ სამსახურში არ ყოფილა’
გიორგი გიუაშვილმა 'ლეიბორისტული პარტია' დატოვა
ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას 10 თვეა თავმჯდომარე არ ჰყავს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი: ‘ბესარიონ ფოფხაძეს სახეში შევაფურთხე’
ბორჯომში საკრებულოს ოპოზიციამ კომისიების თავმჯდომარეები აირჩია
ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს