FM97.5 / LIVE

წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები სამცხე–ჯავახეთში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 17.05.2014
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა – ‘სამართლიანი არჩევნების' მიერ დაფიქსირებული დარღვევები სამცხე–ჯავახეთში.

წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები სამცხე–ჯავახეთში
ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს, 17 მაისს, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა. მონიტორინგი 20 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ამ პერიოდში, „სამართლიანმა არჩევნებმა“, სამცხე–ჯავახეთში რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა. ყველა შემთხვევაში დამრღვევი მმართველი გუნდია.

წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები სამცხე–ჯავახეთში„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შიდა ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი ნინო ბიბილეიშვილი ამბობს, რომ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატია, ომის ვეტერანები მოინახულა, დაასაჩუქრა და შეჰპირდა, რომ მათ საბანკო არნგარიშზე გარკვეული თანხა ჩაერიცხებოდათ. ასევე, საჩუქრები და ფულადი დახმარება გადასცა, ამავე დღეს, ისევ ვეტერანებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ზაქარია ენდელაძემ, რომელიც, ასევე მმართველი გუნდის გამგებლობის კანდიდატია.

„მართალია, დადგენილება, რომ ომის ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულთა ოჯახებს 9 მაისისთვის დახმარება გადასცემოდათ, წინასწარ იყო მიღებული, მაგრამ, ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა უპრიანი იქნება მთელი წლის განმავლობაში, რომ ამ ოჯახებმა თავი დაცულად იგრძნონ“, – ამბობს ნინო ბიბილეიშვილი.

„სამართლიანი არჩევნების“ მეორე შუალედურ ანგარიშში მოხვდა ის შემთხვევებიც, როცა ადგილობრივ ბიუჯეტებში, არჩევნების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, განხორციელდა ცვლილებები.

კერძოდ საქართველოს 57 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტი გაიზარდა, რასაც „სამართლიანი არჩევნები“ უარყოფითად აფასებს.
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ბიუჯეტი ზრდის ფაქტი ბორჯომში დაფიქსირდა.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით და ინფრასტრუქტურის კუთხით მაჩვენებელი გაზრდილია“, – ამბობს ბიბილეიშვილი.

რაც შეეხება „სამართლიანი არჩევნების“ პირველ შუალედურ ანგარიშს, მასში სამცხე–ჯავახეთში მხოლოდ ერთი დარღვევაა დაფიქსირებული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ახალციხეში ჩატარებული შეხვედრა, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეუშალეს ხელი. კერძოდ, საუბარია ახალციხეში შვიდ აპრილს მომხდარ შემთხვევაზე, როცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ახალციხეში, შტაბის სამუშაო შეხვედრაზე მყოფ „ნაციონალების“ ლიდერებს ბოთლები ესროლეს.

აღსანიშნავია, რომ გარდა ბორჯომის ბიუჯეტის გაზრდისა, შუალედურ ანგარიშებში მოხვედრილი ორივე ფაქტი, ვეტერანებისთვის გადაცემული საჩუქრებიც და შტაბის მუშაობაში ხელისშეშლაც დაფიქსირებული აქვს „სამხრეთის კარიბჭეს“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სამართლიანმა არჩევნებმა' წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი დაასრულა
'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
სამართლიანი არჩევნების შეფასებით ახალციხის ოლქში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა
წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – ISFED–ის მესამე ანგარიში
"სამართლიანი არჩევნების” შემაჯამებელი შეხვედრა