FM97.5 / LIVE

პილიტიკური ნიშნით შესაძლო გათავისუფლების ფაქტი ნინოწმინდის პოლიციაში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 06.08.2016
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ნინოწმინდაში ლიდა ანტანოსიანი აცხადებს, რომ მისი შვილი პოლიციიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

პილიტიკური ნიშნით შესაძლო გათავისუფლების ფაქტი ნინოწმინდის პოლიციაში

ნინოწმინის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მგერ გომციანმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე, 2 აგვისტოს დატოვა . ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ახალქალაქში, „ნაციონალების“ შეკრებაზე, გომციანის დედამ ლიდა ანტანოსიანმა პარტიის აქტივისტები შეკრიბა.

„ნაციანლების“ აქტივისტი ვარ და ამ შეხვედრის ორგანიზებას რომ ვაკეთებდი, ჩემმა შვილმა დამირეკა, დედა უკან წამოდიო“, – ამბობს ანტანოსიანი.

მისი თქმით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მას შვილმა პარტიული საქმიანობისთვის თავის დანებება სთხოვა.

„ჩემ შვილს უთხრეს, დედაშენი „ნაციონალებისთვის“ მუშაობს და ასე არ შეიძლებაო. კონკრეტულად ვინ უთხრა არ ვიცი, მაგრამ თქვა სამსახურში ამის გამო მეჩხუბებიან და მეუბნებიან რომ გამომიშვებენო“, – ამბობს ლიდა ანტანოსიანი.

მისი თქმით, მისი შვილი აიძულეს პოლიციაში განცხადება სამსახურიდან გათავისუფლებაზე თავად დაეწერა: „უთხრეს დაწერე და წადიო. შეეშინდა რამე სხვა მიზეზით არ გამოეშვათ თვითონ, ამიტომ დაწერა განცხადება და წამოვიდა“.

„სამხრეთის კარიბჭე“ მგერ გომციანს ვერ დაუკავშირდა, როგორც მის ოჯახში განაცხადეს ახლა ის სომხეთში იმყოფება. ლიდა ანტანოსიანი კი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც მის შვილს სამსახური დაატოვებინეს ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა: „25 წლისაა ჩემი შვილი. სახლში არავინ ვმუშაობთ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციში“ აცხადებენ, რომ საქმე წინასაარჩევნოდ ძალისმიერი რესურსის შესაძლო გამოყენებასთან გვაქვს.

„აქ მრავალმხრივ დარღვევასთან გვაქვს საქმე. თუ განცხადება იძულებით დააწერინეს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მგერ გომციანის სამსახურიდან წასვლის ფაქტს ადასტურებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გომციანმა პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და იგი არავის გაუთავისუფლებია.

გაათავისუფლეს თუ არა გომციანი პოლიციიდან ამ ფაქტის მოკვლევით საია დაინტერესდება.

„აქ შესაძლოა საქმე ადმინისტრაციული რესურსის ძალისმიერ გამოყენებასთან გვქონდეს“, – ამბობს საიას საარჩევნო პროექტების
კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი.

[თამუნა უჩიძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირადი თუ პოლიტიკური მოტივი - რატომ დატოვა ნინოწმინდის პოლიცია თანამშრომელმა
ნინოწმინდის გამგებელი: „ქორწილში მანქანით ჩემი შვილი იყო“
 წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – „მრავალეროვანი საქართველოს“ ანგარიში
ხორბალი თუ არჩევნები:  უწყებათაშორისი კომისია  ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე
ასპინძის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა დატოვა
ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტს ცესკო სწავლობს
იურისტები ახალციხის საოლქოს საკითხის არასრულყოფილად შესწავლაში ადანაშაულებენ