FM97.5 / LIVE

ახალგაზრდულმა ცენტრმა პროგრამა ‘მომავლის თაობა’ შეაჯამა

მთავარისაზოგადოება 12.06.2015
დღეს, 12 ივნისს, ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ერთი წელიწადი შეაჯამა და პროგრამაში მონაწილეები და მხარდამჭერები სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა.

ახალგაზრდულმა ცენტრმა პროგრამა ‘მომავლის თაობა’ შეაჯამაახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მაკა სუდაძემ ღონისძიების დასაწყისში პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში რეგიონში 7 მცირე გრანტი გაიცა, სოციალური მედიის პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა 17 ახალგაზრდა, პროექტში მონაწილე ბავშვები სისტემატურად ხვდებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს, პოეტებს, მწერლებს, იურისტებს. მოსწავლეებმა საკუთარ სკოლებში მოაწყეს სკვერები, გაამწვანეს მეწყერსაშიში ზონები, დაეხმარნენ მიუსაფარ ახალგაზრდებს, დაასუფთავეს როგორც სოფლის მიმდებარე ტერიტორიები, ისე მდინარეების სანაპიროები.

„ვფიქრობ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ წელს პირველი წელი იყო, მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები მივიღეთ. ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ უფრო აქტიური იქნება ჩვენი ქმედებები“, – განაცხადა მაკა სუდაძემ.

პროგრამის შეჯამების შემდეგ, რეგიონში პედაგოგთა ფორუმის სამცხე – ჯავახეთის კოორდინატორმა ნინო ნადირაძემ, რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განათლებისა და ფორუმის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების პრეზენტაცია გამართა.

ნადირაძის შემდეგ, ტრიბუნა კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებს დაეთმოთ. „რომ არ დავკარგოთ ბავშვები“ – ასე ერქვა მათ პრეზენტაციას. „ერთად ვიზრუნოთ მომავალზე“ – ამ სახელწოდებით პრეზენტაცია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ ახალციხის მერის მოადგილემ ზაზა თამარაშვილმა კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებს ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადასცა.

შემაჯამებელ პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების დირექტორები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მცირე გრანტების კოორდინატორმა ინგა ქიბროწაშვილმა შეაჯამა. მან ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლები სიგელებით დააჯილდოვა.

„ამ ერთი წლის განმავლობაში საკმოდ ბევრი აქტივობა განხორციელდა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო წელი იყო პროგრამისთვის“, – ამბობს ინგა ქიბროწაშვილი.

ღონისძიების ბოლოს ახალციხის ახალგაზდული ცენტრის დირექტორმა მაკა სუდაძემ მადლიერების სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადასცა სოფლების ეშტიისა და პატარა კონდურას საჯარო სკოლებსა და ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“.

აქტიური თანამშრომლობისთვის მადლიერების სერთიფიკატები გადაეცათ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ადგილობრივ მედიასაშუალებებს, რეგიონულ გაზეთს „სამხრეთის კარიბჭესა“ და ტელეკომპანია „მე–9 არხს“.

სამოქალაქო განათლების პროგრამა, „მომავლის თაობის“ განხორციელება 2014 წლის ნოემბერში, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით დაიწყო. ახალციხეში პროგრამის პარტნიორი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრია. პროგრამაში 42 სკოლაა ჩართული.

პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროგრამა სამი წლის მანძილზე გაგრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 480 სკოლასთან იმუშავებს.

ახალგაზრდულმა ცენტრმა პროგრამა ‘მომავლის თაობა’ შეაჯამა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ მუშაობა შეაჯამა
”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში
სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება
“ახალგაზრდულმა ცენტრმა” პროექტის შედეგები შეაჯამა
პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა
სამოქალაქო განათლების პროგრამამ ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა
პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან