FM97.5 / LIVE

ერევნის პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებული ჯგუფი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.07.2016
ერევანში, ერთ–ერთი პოლიციის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული დაჯგუფება პრეზიდენტის გადადომას და ხალხისთვის ხელისუფლების გადაცემას მოითხოვს.

ერევნის პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებული ჯგუფი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
სომეხი დეპუტატის ნიკოლა პაშინაიანის ინფორმაციით, პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის გადადგომასა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულებმა პოლიციის სამმართველში 8 ადამიანი ტყვედ აიყვანეს, თუმცა ერთ–ერთი მათგანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესები გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყეს.სომხეთის უშიშროების სამსახური ერევანში შეიარაღებული ამბოხის დაწყებას არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 ივლისს, ერევანში დილის საათებში ერთ–ერთი პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ. გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეიარაღებული პირები ერევნის პოლიციაში შეიჭრნენ
ერევნის პოლიციის შენობა ისევ  შეიარაღებულ დაჯგუფებას აქვს დაკავებული
რა ვითარებაა ამ დროისთვის ერევანში
ერევანში, პოლიციის შენობაზე თავდასხმისას, ერთი პოლიციელი დაიღუპა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს შეიარაღებული დაპირისპირება შეწყვიტონ
ახალციხის პოლიციაში დანით შეიარაღებული კაცი შევარდა