FM97.5 / LIVE

ერევანში, პოლიციის შენობაზე თავდასხმისას, ერთი პოლიციელი დაიღუპა

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.07.2016
ერევანში, პოლიციის შენობაზე თავდასხმისას, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა – ამის შესახებ გამოცემა PanARMENIAN.Net–ი სომხეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ერევანში, პოლიციის შენობაზე თავდასხმისას, ერთი პოლიციელი დაიღუპა

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერი დღეს, 17 ივლისს, ერევანში, ერებუნის რაიონში, პოლიციის შენობაზე თავდასხმის დროს დაიღუპა.

მისივე ინფორმაციით. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად კი მძევლად აყვანილი 2 ადამიანი გათავისუფლებულია.

„უფლებადამცველი ორგანოები ბოლომდე აკონტროლებენ ვითარებას და სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა საჭირო ზომებს მიმართავენ“, – აცხადებენ სომხეთის უშიშროების სამსახურში.

Ekhokavkaza სომხურ ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით წერს, რომ იმ ადგილას, სადაც პოლიციის შენობა მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან მისასვლელი გზები ალყაშია მოქცეული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამხედრო დანაყოფები, მათ შორის მძიმე ჯავშანტექნიკა.

შეგახსენებთ, დღეს, 17 ივლისს, ერევანში, ერებუნის რაიონში, შეიარაღებული პირები ერთ–ერთი პოლიციის შენობაში შეიჭრნენ და შენობის აღება სცადეს. შემთხვევის დროს გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

ამბოხებულები 20 ივნისს დაკავებული ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის არის ბრალდებული.

გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერევნის პოლიციის შენობა ისევ  შეიარაღებულ დაჯგუფებას აქვს დაკავებული
რა ვითარებაა ამ დროისთვის ერევანში
შეიარაღებული პირები ერევნის პოლიციაში შეიჭრნენ
ერევნის პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებული ჯგუფი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
სომხეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა
ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
ბაკურიანში დაცვის პოლიციის შენობა გაიხსნება