FM97.5 / LIVE

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს შეიარაღებული დაპირისპირება შეწყვიტონ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.07.2020
12 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს. იგი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისგან, რომლებიც დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს.

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს შეიარაღებული დაპირისპირება შეწყვიტონ
ფოტო: რადიო თავისუფლება

„სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც მათ საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შესახებ განაცხადეს, რომელშიც ჩართული იყო მძიმე შეიარაღება. სამწუხაროა, რომ ამას მსხვერპლი მოყვა. ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია, თავი შეიკავონ ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელსაც დაძაბულობის პროვოცირება შეუძლია და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის.

ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ენერგია და რესურსები მიმართონ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“, - ნათქვამია ევროკავშირის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მათი ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.

სომხური მხარე აცხადებს, მომხდარის შედეგად სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები არ დაღუპულან და დანაკრგი მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საზღვარზე სიტუაციის გამწვავება აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის სურვილს უკავშირდება, ქვეყანაში არსებული შიდა პრობლემები გადაფაროს“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების ცნობას სომხეთის საელჩო უარყოფს
აზერბაიჯანმა მობილიზაცია გამოაცხადა, სომხეთთან საზღვარზე მსხვერპლია - რა საფრთხეს ქმნის ეს?
ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო