FM97.5 / LIVE

ერევნის პოლიციის შენობა ისევ შეიარაღებულ დაჯგუფებას აქვს დაკავებული

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.07.2016
ერევანში, ერთ–ერთი პოლიციის შენობაში შეჭრილ შეიარაღებულ დაჯგუფებას მძევლად ოთხი პოლიციელი ყავს აყვანილი. სომხეთის მთავრობა დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

ერევნის პოლიციის შენობა ისევ  შეიარაღებულ დაჯგუფებას აქვს დაკავებული

ერევნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ჰუნან პოღოსიანის ინფორმაციით ამ დროისთვის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ პოლიციის შენობიდან ორი მძევალი გაათავისუფლა. აქედან ერთი სამართალდამცველია, მეორე კი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების თანამშრომელი.

"მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან არც ერთი მხარე დათმობას არ აპირებს. შეიარაღებული ჯგუფი ცდილობს, გვაიძულოს სეფილიანი გავათავისუფლოთ და მათ შევახვედროთ, მაგრამ ეს არ მოხდება“,–ამბობს სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰუნან პოღოსიანი.

მისი თქმით, თუ შეიარაღებული ადამიანები დათმობაზე არ წავლენ პოლიციის შენობას შტურმით აიღებენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დილით ერევნის პოლიციის დანაყოფებმა ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავეს. მათ ადგილსამყოფელს კი, ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა ამდრომდე ვერ მიაკვლიეს.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ივლისს, ერევანში, ერებუნის რაიონში, შეიარაღებული პირები ერთ–ერთი პოლიციის შენობაში შეიჭრნენ და შენობის აღება სცადეს. შემთხვევის დროს გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

ამბოხებულები 20 ივნისს დაკავებული ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის არის ბრალდებული.

გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეიარაღებული პირები ერევნის პოლიციაში შეიჭრნენ
რა ვითარებაა ამ დროისთვის ერევანში
ერევნის პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებული ჯგუფი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
ერევანში, პოლიციის შენობაზე თავდასხმისას, ერთი პოლიციელი დაიღუპა
ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
შსს:  ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა
ბაკურიანში დაცვის პოლიციის შენობა გაიხსნება