FM97.5 / LIVE

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.07.2020
სომხური და აზერბაიჯანული სააგენტოების ინფორმაციით, 13-14 ივლისს ღამით შეიარაღებული დაპირისპირება გაგრძელდა. დაღუპულია სომხეთის მხრიდან ოთხი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო აზერბაიჯანიდან - შვიდი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება

სომხური სააგენტოს, „არმენპრესის“ მიერ დღეს, 14 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორმხრივი დაპირისპირებისას სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - მაიორი გარუშ ჰამბარცუმიანი და კაპიტანი სოს ელბაკიანი, აზერბაიჯანის მხრიდან, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიღუპა კიდევ ორი სერჟანტი: სმბატ გაბრიელიანი და გრიშა მატევოსიანი.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 12 ივლისს თავდასხმა დაიწყეს ტავუშის პროვინციაზე, არტილერიის, ნაღმტყორცნებიდან და თვითმფრინავების გამოყენებით. ნაღმტყორცნებით დაიბომბა ქალაქი ჩინარი, დაზიანდა მშვიდობიანი მოქალაქეების სახლები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, თოვუზის რაიონში, სომხეთის შეიარაღებული ძალების იერიშის მოგერიებისას, დაიღუპა 7 სამხედრო, მათ შორის, გენერალი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზოევი.

როგორც აზერბაიჯანის სააგენტო APA იტყობინება, 13-14 ივლისის ღამით გრძელდებოდა ბრძოლა აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრის თოვუზის მიმართულებით. APA-ს ამცნეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში, რომ მოწინააღმდეგის ქმედების შესაჩერებლად აზერბაიჯანის ძალებმა გაანადგურეს სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ტექნიკა, სამეთაურო პუნქტი, თავდაცვის სიღრმეში მდებარე რეზერვი და ცოცხალი ძალა.

სააგენტო APA იტყობინება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ თოვუზის რაიონის მიმართულებით გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის დე იურე ტერიტორიის, დიდწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო.

ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს არაერთ, 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებებში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს შეიარაღებული დაპირისპირება შეწყვიტონ
აზერბაიჯანმა მობილიზაცია გამოაცხადა, სომხეთთან საზღვარზე მსხვერპლია - რა საფრთხეს ქმნის ეს?
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
‘არა ომს’ – ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
სომხეთი-აზერბაიჯანის დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება