FM97.5 / LIVE

ადიგენში გაზიფიკაცია შეჩერდა

მთავარიეკონომიკა 18.01.2013
ადიგენის გაზიფიკაცია არჩევნების შემდეგ დროებით განახლდა, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოების ისევ შეჩერებულია

ადიგენში გაზიფიკაცია შეჩერდა
ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიკაციის პროცესი გასული წლის სექტემბერში დაიწყო. სამუშაოები სოფელ უდიდან დაიწყო და მას საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ასრულებდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადიგენში გაზიფიკაციის პროცესი შეწყდა, გასული წლის ოქტომბერში, ადიგენის მაჟორიტანმა კანდიდატმა ზურა ჩილინგარიშვილიმა საქართველოს პარლამენტში გააჟღერა. მან ამის შესახებ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს კითხა.

”სამხრეთის კარიბჭე” ამ ფაქტით დაინტერესდა და აღნიშნული საკითხის გარკვევას შეეცადა. როგორც აღმოჩნდა, სამუშაოები არჩევნებთან დაკავშირებით დროებით შეწყდა, თუმცა ათ დღიანი შესვენების შემდეგ ნავთობისა და გაზის კონპორაციის წარმომადგენლებმა მუშაობა განაახლეს.

სიმონ პარუნაშვილის თქმით, გაზიფიკაციის პროცესი გარკვეული პერიოდით გაგრძელდა. თუმცა, ამ ეტაპზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ადიგენის მუნიციპალიტეტში სამუშაოებს აღარ ასრულებს.

”არჩევნების შემდეგ, რაღაც პერიოდი აღდგა მუშაობა, ანუ დამთავრდა ცენტრალური შიდა ხაზის მშენებლობა. თუმცა, ჯერ კიდევ მთელი რიგი სამუშოებია დარჩენილი” - განმარტავს სიმონ პარუნაშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც გაზიფიკაციის პროცესი შეჩერდა, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც დაჰპირდნენ, რომ სამუშაოები გაგრძელდებოდა. თუმცა, ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. რამ გამოიწვია აღნიშნული სამუშაოების შეჩერება, პარუნაშვილი ვერ აკონკრეტებს.

”შეიძლება ცივი ამინდების გამო შეწყვიტეს მუშაობა. არ ვიცი, ჩვენ არაფერს გვეუბნებიან, ჩვენგან რაც სჭირდებოდათ, ტექნიკური პირების მიცემა და პროექტის დამტკიცება, ეს უკვე შესრულებულია”, - ამბობს გამგებელი.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გაზიფიკაცია პროექტის თანახმად 2013 წელს უნდა დასრულდეს.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ შეწყდა ადიგენში გაზიფიკაციის პროცესი
ადიგენის გაზიფიკაცია არ გაჩერებულა
ადიგენში გაზიფიცირება გაგრძელდება
ადიგენში თოვლის გამო გადაადგილება არ შეფერხებულა
გაზი - ისევ წინასაარჩევნო დაპირება?!
ახალციხის სასამართლოში ადიგენის გამგებლის პროცესი დაიწყო
ვალეში გაზიფიცირება შეწყვეტილია