FM97.5 / LIVE

რატომ შეწყდა ადიგენში გაზიფიკაციის პროცესი

მთავარიეკონომიკა 24.10.2012
ადიგენის მუნიცპალიტეტში ბუნებრივი აირის შეყვანა განახლდა. ინფორმაციას, რომ არჩევნების შემდეგ სოფლებში გაზიფიცირების პროცესი შეწყდა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა არ ადასტურებს

რატომ შეწყდა ადიგენში გაზიფიკაციის პროცესი
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა ის ფაქტი, რომ ადიგენის მუნიციციპალიტეტში არჩევნების შემდეგ ბუნებრივი აირის შეყვანა შეჩერებულია. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადიგენის მაჟორიტარმა ზურა ჩილინგარიშვილმა, ბიძინა ივანიშვილს კითხვით მიმართა, არჩევნების შემდეგ რატომ იყო შეჩერებული მუნიციპალიტეტში გაზიფიკაციის პროცესი.

ადიგენის მუნიციპლაიტეტში გაზიფიკაციის პროცესი, საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიწყო. სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ასრულებს. ამ დროის განმავლობაში, ჯერ მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, არალსა და უდეში ცენტრალური მილების გაყვანა მოხდა. ამ დრომდე სოფელ არლის დასაწყისიდან სოფელ უდის ცენტრამდე ცენტრალური გზა უკვე დაქსელილია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში გაზიფიკაციის პროცესი შეჩერებულია და როდის აღდგება სამუშაოები მისთვის უცნობია.

თუმცა, სოფლებში, სადაც არჩევნებამდე ბუნებრივი აირის გაყვანა მიმდინარეობდა, ამბობენ, რომ სამუშაოები არჩევნების შემდეგაც გრძელდება. მათი თქმით, სოფლებში გაზიფიკაციის პროცესი მხოლოდ რამდენიმე დღით შეწყდა, რადგან სამუშაოებს თბილისიდან ჩამოსული ჯგუფი ასრულებდა და ხმის მისაცემად დედაქალაქში დაბრუნდნენ.

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის წარმომადგენელი, რომელიც ადიგენში გაზიფიცირების პროცესს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ სამუშაოები მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იყო შეჩერებული და ამ ეტაპზეგანახლებულია. ალექსანდრე ხარებავას თქმით, პროცესი 4 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო 10 რიცხვამდე გადაიდო. ამ ეტაპზე არლისა და უდის ცენტრალური მაგისტრალი კეთდება, ხოლო შემდეგ შიდა დაქსელვა დაიწყება.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გაზიფიკაცია არ გაჩერებულა
ადიგენში გაზიფიკაცია შეჩერდა
ადიგენში გაზიფიცირება გაგრძელდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს ®

გაზი - ისევ წინასაარჩევნო დაპირება?!
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა
ზურაბ ჩილინგარაშვილი: "იმიტომ ხომ არ ისჯება ადიგენი, რომ ის ვანო მერაბიშვილის რაიონია?!"