FM97.5 / LIVE

ადიგენის გაზიფიკაცია არ გაჩერებულა

მთავარიეკონომიკა 29.10.2012
ადიგენის მუნიცპალიტეტში ბუნებრივი აირი შეჰყავთ. როდის დაიწყო სოფლების დაქსელვა, რატომ იყო შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები არჩევნების შემდეგ და რატომ აქვთ მცდარი ინფორმაცია გაზიფიკაციის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელს და მაჟორიტარ დეპუტატს

ადიგენის გაზიფიკაცია არ გაჩერებულა
- რატომ შეჩერდა გაზიფიკაციის სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტში? - ამ კითხვით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს, ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ”ნაციონალური მოძრაობიდან” ზურაბ ჩილინგარაშვილმა, 24 ოქტომბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე მიმართა.

- ეგ თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ, თქვენ იყავით ხელისუფლებაში და თქვენ დაიწყეთ გაზიფიცირება - ასეთი იყო კითხვაზე ივანიშვილის პასუხი.

ახლადარჩეული მაჟორიტარის მსგავსად, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილიც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში გაზიფიკაციის პროცესი შეჩერებულია.

”ადიგენის მუნიციპლაიტეტში ბუნებრივი აირის შეყვანა ეტაპობრივად მიმდინარებდა. წინა მთავრობის დროს, 2013 წელში უნდა დასრულებულიყო და მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი უნდა მოეცვა. ჩვენი ინფორმაციით, სამწუხაროდ, სამუშაოები გაჩერდა. უდე-არალში უკვე გაყვანილია მილები, ადიგენამდე უნდა ამოსულიყო, მაგრამ გაჩერდნენ. სოფლის რწმუნებული დაუკავშირდა კომპანიას, თუმცა მათაც ვერაფერი უთხრეს. ალბათ, გამოჩნდება ცოტა ხანში”, - გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიკაციის პროცესი, საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიწყო. სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ასრულებს. ამ დროის განმავლობაში, ჯერ მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, არლისა და უდის დაქსელვა მიმდინარეობს.

იმ სოფლებში, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, გამგებლისა და მაჟორიტარის ნათქვამს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ სამუშაოები არჩევნების შემდეგაც გრძელდება.

მათივე თქმით, სოფლებში გაზიფიკაციის პროცესი მხოლოდ რამდენიმე დღით შეწყდა. სამუშაოებს თბილისიდან ჩამოსული ჯგუფი ასრულებდა და ხმის მისაცემად დედაქალაქში დაბრუნდნენ.

”მე სადაც ვცხოვრობ, იქ უკვე დაამთავრეს ცენტრალური მილების გაყვანა, ახლა სად მუშაობენ, არ ვიცი. მუშაობა არ შეჩერებულა და ახლაც ჩვეულებრივად მიმდინარეობს”, - ამბობს სოფელ უდეში მცხოვრები ლალი ყულჯანიშვილი.

ადგილობრივების თქმით, სამუშაოები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაშიც გრძელდებოდა.

”გუშინწინ დიდი მილები აიტანეს ზემოთ, სადაც სათავეა და მუშაობა გრძელდება. სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, მანამდე დაიწყო სოფელში გაზის გაყვანა. ჯერ ცენტრალური მილები გაყავთ, მერე ალბათ სახლებში შეყვანა დაიწყება”, - ამბობს სოფელ უდის მკვიდრი ეკა თუმანიშვილი.

იგივეს ამბობს სოფელ არალში მცხოვრები მოსახლეობაც.

”სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, სოფელს გაზი თუ ექნება უკეთესია. გაზი რომ შემოვა, ბუნება მეტად შინახება, ხალხი შეშას აღარ მოიხმარს და ტყე შენარჩუნდება”, - გვეუბნება სოფელ არალში მცოხვრები ფრიდონი ნადირაძე.

როდის უნდა დასრულდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება, ადგილობრივებმა არ იციან. თუმცა, ამბობენ, რომ გაზი გაცილებით ეკონომიურია და არსებობის შემთხვევაში სოფელში ბევრი მოიხმარს.

”გაზი თუ იქნება სოფელში, უკეთესია, თითო კუბური მეტრი შეშა 70 ლარი ღირს. ჩვენ ახალციხეში ”კარმა” გვაქვს და თვეში ას ლარს ვიხდით. რომ გადავიანგარიშოთ, 400 ლარამდე უნდა გადავიხადო მთელი ზამთრის განმავლობაში, შეშა სულ ცოტა 600 ლარის მაინც გინდა. თავისთავად, გაზი უფრო ეკონომიურია”, - ამბობს სოფელ არლის მკვიდრი ოთარ აფრიამაშვილი.

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის წარმომადგენელიწარმომადგენელი ალექსანდრე ხარებავა, რომელიც ადიგენში გაზიფიცირების პროცესს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ სამუშაები მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იყო შეჩერებული და ამ ეტაპზე განახლებულია.

”მეორე თვეა, რაც სამუშაოები მიმდინარეობს. არჩევნებამდე ერთი თვე ვიმუშავეთ, არჩევნებზე წავედით თბილისში როგორც წესი, ხმის მისაცემად, მერე დავბრუნდით და გავაგრძელეთ მუშაობა. ათი დღე ვიყავით გაჩერებული. უნდა ჩამოვსულიყავით 4 -ში და ჩამოვედით 10-ში, ეგ არის და ეგ”, - განმარტავს ალექსანდრე ხარებავა და ამატებს, რომ ამ ეტაპზე არლისა და უდის ცენტრალური მაგისტრალი კეთდება, ხოლო შემდეგ შიდა დაქსელვა დაიწყება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებაზე გაზისა და ნავთობის კორპორაციის 14 თანამშრომელია დასაქმებული. გარდა ამ სოფლებისა, აღნიშნული კორპორაცია ამ ეტაპზე მსგვავს სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში აწარმოებს.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ შეწყდა ადიგენში გაზიფიკაციის პროცესი
ადიგენში გაზიფიკაცია შეჩერდა
გაზი - ისევ წინასაარჩევნო დაპირება?!
ადიგენში გაზიფიცირება გაგრძელდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს ®

დაგვიანებული გაზიფიკაცია
წინასწარ გადახდილი თანხა და დაგვიანებული გაზიფიცირება ახალქალაქში