FM97.5 / LIVE

ადიგენში გაზიფიცირება გაგრძელდება

მთავარიეკონომიკა 23.01.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი 2013 წელსაც გაგრძელდება. გაზის ტრასპორტირების კომპანია ამჟამად, საპროექტო -სანებართვო სამუშაოებზე მუშაობს

ადიგენში გაზიფიცირება გაგრძელდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი 2012 წლის სექტემბერში დაიწყო. სამუშაოებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აწარმოებს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ იმ კომპანიამ, რომელიც გაზიფიცირებას ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოები შეწყვიტა. ”სამხრეთის კარიბჭე” შეეცადა კომპნაიისგან გაერკვია, რატომ შეწყდა ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი და იგეგმება თუ არა განახლება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გაზიფიცირებას ეტაპობრივად ახორციელებს.

”2012 წელს აშენდა ახალციხე-ვალე-არალის 200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი. ამით შესაძლებელი გახდა დაწყებულიყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება. გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გასულ წელს უკვე დაიწყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების, არალის და უდეს გაზიფიცირება . ორივე სოფლებში დაიქსელა მთავარი ქუჩები. 2013 წლისათვის დაგეგმილია ამ ორ სოფელში მეორე ეტაპის სამუშაოების ჩატარება, რაც ჩიხების გაზიფიცირებას ითვალისწინებს. გაზის ტრასპორტირების კომპანია ამჟამად, საპროექტო -სანებართვო სამუშაოებზე მუშაობს”, - ნათქვამია წერილში.

რაც შეეხება დაბა ადიგენს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განმარტავენ, რომ გაზიფიცირება დაგეგემილია, თუმცა კონკრეტული ვადები ჯერ არ სახელდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაზიფიცირება შეწყვეტილია
სოფელ საძელში გაზიფიცირებას ითხოვენ
სამცხე–ჯავახეთში 256 დასახლებული პუნქტიდან 104–ია გაზიფიცირებული
ადიგენში გაზიფიკაცია შეჩერდა
ადიგენის სამ სოფელს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება
ნინოწმინდის სოფლებში გაზიფიცირება იწყება
ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს