FM97.5 / LIVE

ორი 'რესპუბლიკელი' მინისტრი თანამდებობას, ერთი კი პარტიას ტოვებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 12.07.2016
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მინისტრის თანამდებობებს, გიგლა აგულაშვილი კი ”რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს და ამ ეტაპზე მინისტრის თანამდებობაზე რჩება.

ორი 'რესპუბლიკელი' მინისტრი თანამდებობას, ერთი კი პარტიას ტოვებს

ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, რომელიც ”რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველი ნომერი იქნება, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

ორი 'რესპუბლიკელი' მინისტრი თანამდებობას, ერთი კი პარტიას ტოვებს
გიგლა აგულაშვილი

მისივე განმარტებით, მათ შესთავაზეს ”ქართულ ოცნებას”, „რესპუბლიკელი“ მინისტრები ბოლომდე დარჩენილიყვნენ პოსტებზე, თუმცა ხელისუფლებამ უარი თქვა.

”ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვახერხებთ, რომ თან კოალიციურ ვალდებულებს ვასრულებთ და თან საარჩევნო კამპანიაში ვერთვებით. როგორ და ასე - პოლიტიკა არ არის კერძო, პერსონალური ვნებების ასპარეზი, პოლიტიკა არის ხალხის საკეთილდღეო სამსახური, ამიტომ ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას, მათ შორის მთავრობაშიც. თუ ჩვენ ევროპა და ცივილიზაცია გვინდა, უნდა შევეგუოთ და ვისწავლოთ ეს ტრადიციები, როცა მრავალპარტიული კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე. ჩვენ ეს შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენს პარტნიორებს ”ქართული ოცნებიდან”. ვიყავით თანახმა, რომ ჩვენი წევრები დარჩენილიყვნენ ბოლომდე თანამდებობეზე და მათ გარეშე გავმართავდით საარჩევნო კამპანიას. ”ქართულმა ოცნებამ” სხვაგვარად გადაწყვიტა, მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ”რესპუბლიკური პარტიის” მინისტრები ტოვებენ თანამდებობებს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან ყველა რესპუბლიკელს მიმართა, დატოვონ პარტია უახლოესი ორი დღის განმავლობაში, თუკი ამას გეგმავენ.

„ჩვენ არჩევნებზე უნდა წავიდეთ თავდაჯერებული, მტკიცე ჯგუფი, როგორც ვიყავით ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა მოტივებს. ეს იქნება ღირებულებითი, ყოფითი და პერსონალური მოძრაობა, არჩევანი უნდა გაკეთდეს, ბრძოლაში მივდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით უსუფაშვილი:კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად
პრემიერი: არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ნაადრევია
პრემიერი: 'რესპუბლიკელი' მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ
'რესპუბლიკური პარტია' საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს
‘რესპუბლიკელები’: თანამდებობს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო
'რესპუბლიკელებმა' ჯავახეთში მცხოვრებლებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს