FM97.5 / LIVE

‘რესპუბლიკელები’: თანამდებობს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო

მთავარიპოლიტიკა 31.03.2016
მას შემდეგ რაც დღეს, 31 მარტს, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადეს, „რესპუბლიკელებმა“ განმარტეს, რომ ეს არ ნიშნავს მათ მიერ სამთავრობო თანამდებობის „ავტომატურად“ დატოვებას.

‘რესპუბლიკელები’: თანამდებობს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო

„რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებით, 2016 წლის არჩევნებში ინდივიდუალური მონაწილეობა არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას.

„სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში - ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტი-ნატოელებისა და ვიდეო-შანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

გარდა ამისა, „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ მათი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ დაანონსებულ განახლებაზეც: „ ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება“.

მათივე განცხადებით , რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას: „ამავე პერიოდში პარლამენტში ვითარება პირიქით იქნება - ფრაქცია „რესპუბლიკელები“ იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა“.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე მთავრობაში სამი „რესპუბლიკელი“ მინისტრია.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ ბრიფინგი გამართა და გაასაჯაროვა პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით. პარტიამ გადაწყვიტა, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'რესპუბლიკური პარტია' საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
პრემიერი: 'რესპუბლიკელი' მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ
დავით უსუფაშვილი:კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად
პრემიერი: არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ნაადრევია
„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს
2016 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანება ‘სახალხო ხელისუფლება’ დარეგისტრირდა
ორი 'რესპუბლიკელი' მინისტრი თანამდებობას, ერთი კი პარტიას ტოვებს