FM97.5 / LIVE

პრემიერი: არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ნაადრევია

მთავარიპოლიტიკა 31.03.2016
2012 წელს წინასაარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ;

პრემიერი: არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ნაადრევია

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა, - არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მისაღები ფორმაა, “ქართული ოცნება“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, პარტიების აზრით, საჭიროა, მთავრობაში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.

„პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და შევეცდებით, ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე. არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ალბათ ნაადრევია. საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ნორმალურია, რომ არჩევნებზე პარტიები გავიდეთ დამოუკიდებლად. გარკვეული კოალიციების შექმნა კი არჩევნების შემდეგ ხდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ბლოკის ფორმით გავიდა, სრულიად სხვა რეალობა და ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პროცესი იყო, ხოლო დღეს სხვაგვარი რეალობაა.

„დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი გაცილებით გამჭვირვალე და დემოკრატიულია, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ნორმალური გადაწყვეტილება, რომელშიც განსაკუთრებული არაფერი უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განმარტა, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და ამ კუთხით, არჩევნებამდე, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს დიდწილად დამოკიდებულია, რამდენად წარმატებული იქნება პარტიათა ურთიერთობის ნორმალური რეჟიმის გაგრძელების მცდელობა.

„პოლიტიკური დღის წესრიგი დღეს არ გვკარნახობს იმას, რომ რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას სრულად ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება მიღებულია კოალიციის ლიდერებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად.

„ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა. ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას, ამ რეალობას, რომელიც მრავალპარტიული ცხოვრებისთვის ნორმალური მოვლენაა. კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად, ხოლო რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნებზე პარტიები გადიან ან საარჩევნო ბლოკებად, ან - ცალ-ცალკე. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარკვეულწილად არის ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვითარებასა და წინსვლაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით უსუფაშვილი:კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად
პრემიერი: 'რესპუბლიკელი' მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ
'რესპუბლიკური პარტია' საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
‘რესპუბლიკელები’: თანამდებობს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში მერობის კანდიდატები წარადგინა [R]
თამარ კორძაია: 'ჩვენ მივიღეთ საკმაოდ თამამი, სერიოზული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება'