FM97.5 / LIVE

„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 08.11.2016
„რესპუბლიკურ პარტიას“ ახალციხეში რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე აღარ ჰყავს; 10–წლიანი ერთგულების შემდეგ პარტია დატოვა ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ გოგოლაძემ; ‘რესპუბლიკელების’ რიგებში აღარაა პარტიის 20–მდე წევრი; დაიშალა ფრაქციაც.

„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს

ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ გოგოლაძემ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 4 ნოემბერს დაწერა.

„მიზეზებზე არ ვსაუბრობ. ვიყავი „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი მეოთხედ არჩეული ყრილობის მიერ. 10 წელი შესრულდა რაც პარტიაში ვარ. მე არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრება შევწყვიტო, აუცილებლად მივიღებ გადაწყვეტილებას“, – ამბობს უკვე ყოფილი „რესპუბლიკელი“ თამარ გოგოლაძე, რომელიც 2006 წლიდან 2014 წლის თებერვლამდე პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.

ასევე 4 ნოემბერს დატოვა პარტია თამარ გოგოლაძის შემდეგ არჩეულმა ორგანიზაციის თავმჯდომარემ იოსებ კაპანაძემ: „ასე ჩავთვალე საჭიროდ. ჯერჯერობით უპარტიო ვიქნები“.

პარალელურად, „რესპუბლიკური პარტია“ დატოვეს ქალაქ ახალციხისა და თვითმმართველი თემის, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა.ქალაქში ორი, თემში, კი სამი რესპუბლიკელი დეპუტატი იყო. შედეგად, თვითმმართველი თემის საკრებულოშუ არსებული „რესპუბლიკელების“ფრაქცია დაიშალა.

თამარ გოგოლაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეში „რესპუბლიკური პარტია“ დაახლოებით 20–მდე წევრმა დატოვა. პარტიაში ამ დროისთვის დაახლოებით 60 აქტიური წევრი იყო. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დანარჩენები, ამ ეტაპისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს, „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა საქართველოს პარლამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან პარტიის სხვა ლიდერებთან ხედვების შეუთავსებლობა დაასახელა. პარტია ასევე დატოვეს: თენგიზ შერგელაშვილმა, ფრიდონ საყვარელიძემ, პაატა ზაქარეიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და თინა ხიდაშელმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია 'ერთობა' შეიქმნა
ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა
დაპირისპირება ‘რესპუბლიკელების’ ახალციხის ორგანიზაციაში
”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს
"რესპუბლიკელებმა" პარტია ადიგენშიც დააფუძნეს
პარტია 'თავისუფალი დემოკრატები' ადიგენშიც დატოვეს
ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’  წევრებმა პარტია დატოვეს