FM97.5 / LIVE



">

'რესპუბლიკელებმა' ჯავახეთში მცხოვრებლებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს

მთავარისიახლე, არჩევნები 12.09.2016
11 სექტემბერს, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებმა ახალქალაქში მოსახლეობას, მხარდამჭერებს მაჟორიტარი კანდიდატი აშოტ საარიანი წარუდგინეს.



'რესპუბლიკელებმა' ჯავახეთში მცხოვრებლებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს

ახალქალაქს რესპუბლიკური პარტიის სიის პირველი ნომერი, დავით უსუფაშვილი, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძესთან და პოლიტიკურ მდივანთან, დავით ბერძენიშვილთან ერთად სტუმრობდა.

სააგენტო jnews.ge-ს ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ პარტიის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

"რესპუბლიკურმა პარტიამ" თავის პროგრამაშიც ჩაწერა და ჩენ ღიან ვაცხადებთ, რომ ის ვალდებულებები, რაც საქარველომ 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აიღო, შესრულდება. მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტში, რომელსაც 8 ოქტომბერს ავირჩევთ, ჩვენი ინიციატივით, ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებაც მოხერხდება. "რესპუბლიკური პარტია" მიიჩნევს, რომ ერთის მხრივ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა იყოს მძლავრი და მოქმედი. მაგრამ, მეორე მხრივ, სომხურ ენა, აქ, ჯავახეთში, მიიღებს იმ შესაძლებლობებს, რაც გააჩნია და კიდევ უფრო მეტს", – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

'რესპუბლიკელებმა' ჯავახეთში მცხოვრებლებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს

პარტიის ლიდერებმა სხვა უფლებებზეც ისაუბრეს, როგორიცაა მაგალითად, უფლება სასმელი წყალზე და უფლება თავს გრძნობდე ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქედ. ასევე, ისაუბრეს უფლებაზე, თავისუფლად მისცე ხმა ნებისმიერ პარტიას და შეეხნენ სპეცსამსახურების მუშაობას.

"რესპუბლიკური პარტიის" სია არ გაუკონტროლებია სპეცსამსახურს. გააკონტროლა აშოტმა, მისმა მეგობრებმა. პარტიის ხელმძღვანელობამ შექმნა ეს სია, ხათუნამ მოაწერა ხელი და მოგეცით შესაძლოებლობა აირჩიოთ თქვენი წევრები ჩვენს სიაში, და არა, სპეცსამსახურების მიერ შედგენილ სიაში, – ეს ერთი. მეორე, სპეცსამსახურები სჭირდება ქვეყანას, მაგრამ, არა პოლიტიკაში. ეს არის ჩვენი, თავისუფალი არჩევანი", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

'რესპუბლიკელებმა' ჯავახეთში მცხოვრებლებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს
"რესპუბლიკელებმა" პარტია ადიგენშიც დააფუძნეს
”რესპუბლიკელების”  უჩვეულო გააქტიურება ჯავახეთში
ორი 'რესპუბლიკელი' მინისტრი თანამდებობას, ერთი კი პარტიას ტოვებს
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება
„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს
დავით უსუფაშვილი:კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად