FM97.5 / LIVE

დავით უსუფაშვილი:კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად

მთავარიპოლიტიკა 31.03.2016
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად, ხოლო რაც შეეხება არჩევნებს, მასზე პარტიები გადიან ან ცალ-ცალკე, ან საარჩევნო ბლოკებად.

დავით უსუფაშვილი:კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია და პარტია „ქართული ოცნება“ დღემდე პარტნიორობის რეჟიმში იყვნენ, დღეიდან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტიისთვის ნათელი იყო, რომ "ქართული ოცნების" პრიორიტეტი იყო უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, სხვა პირებთან, კოალიციის ლიდერებთან. ჩვენი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია "ქართული ოცნების" პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, როგორც პარტიის და ამ რეალობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ გამოწვევას, ამ რეალობას, რომელიც მრავალპარტიული ცხოვრებისთვის ნორმალური მოვლენაა“.

მისივე თქმით, კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად, ხოლო რაც შეეხება არჩევნებს, მასზე პარტიები გადიან ან ცალ-ცალკე, ან საარჩევნო ბლოკებად: „ამიტომ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება არის გარკვეულწილად ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვითარებასა და წინსვლაში".

შეგახსენებთ, რომ დღეს "რესპუბლიკელებმა" განაცხადეს, რომ კოალიციიდან გადიან და 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. აქვე, მათ განმარტეს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს სამთავრობო თანამდებობების ავტომატურ რეჟიმში დატოვებას.

„სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში - ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტი-ნატოელებისა და ვიდეო-შანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რესპუბლიკელი მინისტრები ჩვეულებრივად აგრძელებენ მთავრობის შემადგენლობაში ფუნქციონირებას: „ამ კუთხით დღესდღეობთ, ყოველ შემთხვევაში და არჩევნებამდე ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ მცდელობის წარმატებაზე, რომ ჩვენ ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა, პარტიათა შორის ურთიერთობას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვამბობს, პოლიტიკური დღის წესრიგი, დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში, არ გვკარნახობს არანაირიად, რომ რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში”.

დავით უსუფაშვილმა დღესვე განაცხადა, რომ პარტია არ გააჩენს არანაირ კითხვას ქვეყნის განვითარების ვექტორებთან დაკავშირებით.

"არ შევუშლით ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, რომ არც ერთი კითხვა არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე ხომ არ არის. ეს არის ჩემი პასუხი იმ კრიტიკოსებთანაც, რომლებიც ბრძანებენ, რომ რატომ დაუყოვნებლივ არ მიდიხართ ოპოზიციაში. არ მივდივართ, რადგან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართავთ ქვეყნას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა რა სირთულეებს შექმნის", – განაცხადა უსუფაშვილმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერი: არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ნაადრევია
პრემიერი: 'რესპუბლიკელი' მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ
'რესპუბლიკური პარტია' საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
‘რესპუბლიკელები’: თანამდებობს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო
თამარ კორძაია: 'ჩვენ მივიღეთ საკმაოდ თამამი, სერიოზული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება'
ორი 'რესპუბლიკელი' მინისტრი თანამდებობას, ერთი კი პარტიას ტოვებს
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება