FM97.5 / LIVE

ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.07.2016
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს, აბიტურიენტები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ. დღეს, 2 ივლისს, ტესტირების პირველი სესია დილის 09:00 საათზე დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე

ახალციხის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები 08:00 საათიდან შეიკრიბნენ. გამოცდამდე ერთი საათით ადრე მათ რეგისტრაცია გაიარეს.
ტესტირებისათვის თითოეულ აბიტურიენტს 4 საათი და 15 წუთი აქვს. მათ საგამოცდო ცენტრი 13:15 საათიდან უნდა დატოვონ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღეს, ტესტირებაზე აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატიურის გამოცდის მეორე დღეა. ტესტირების პირველ დღე, ახალციხის საგამოცდო ცენტრში, ექსცესების გარეშე დასრულდა . ჯამში, გამოცდაზე დარეგისტრირებული 480 აბიტურიენტიდან 10 მათგანი არ გამოცხადდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია 14:00 საათზე დაიწყება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 2 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა
ქართულის გამოცდის პირველ სესიაზე ახალციხეში 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა
ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის  მეორე სესიაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა